ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის წოდების მიღების 32 ნომინანტი ცნობილია

AutoSharing Option
უეფამ დაადგინა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელობის 32 კანდიდატის სია. მათ შორის, ბუნებრივია, შარშანდელი გამარჯვებული ლიონელ მესიცაა.

აქედან ერთ თვეში 29 გაიცხრილება და დარჩება 3 ფინალისტი. 30 აგვისტოს მონაკოში ევროპის საუკეთესო ფეხბურთელსაც დაასახელებენ.

ეს პრიზი მიშელ პლატინის მოწადინებით პირველად შარშან გადაეცა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელს.

გთავაზობთ ნომინანტთა სიას, რომელიც უეფას 53 წევრი ქვეყნის ჟურნალისტებმა შეადგინეს. საინტერესო ფაქტია - 32 ნომინანტს შორის ერთი ფეხბურთელიც არ არის ჩემპიონთა ლიგის ფინალისტ "ბაიერნიდან", მაშინ, როცა სიაშია "ბანგორ სიტის" სანახევროდ პროფესიონალი ფეხბურთელი ლეს დევისი.

ნომინანტები
ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია,
იუვენტუსი), სერხიო აგუერო (არგენტინა, მანჩესტერ სიტი), ჩაბი ალონსო (ესპანეთი, რეალი), მარიო ბალოტელი (იტალია, მანჩესტერ სიტი), იაკუბ ბლაშჩიკოვსკი (პოლონეთი, ბორუსია), იკერ კასილიასი (ესპანეთი, რეალი), პეტრ ჩეხი (ჩეხეთი, ჩელსი), ფაბიო კოენტრაო (პორტუგალია, რეალი), ლესლი დევისი (უელსი, ბანგორ სიტი), დიდიე დროგბა (კოტ დ'ივუარი, ჩელსი), სესკ ფაბრეგასი (ესპანეთი, ბარსელონა), რადამელ ფალკაო (კოლუმბია, ატლეტიკო), ჯო ჰარტი (ინგლისი, მანჩესტერ სიტი), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი, მილანი), ანდრეს ინიესტა (ესპანეთი, ბარსელონა), შინჯი კაგავა (იაპონია, ბორუსია), ვენსან კომპანი (ბელგია, მანჩესტერ სიტი), ფრენკ ლემპარდი (ინგლისი, ჩელსი), ლიონელ მესი (არგენტინა, ბარსელონა), ლუკა მოდრიჩი (ხორვატია, ტოტენჰემი), მესუთ იოზილი (გერმანია, რეალი), პეპე (პორტუგალია, რეალი), ანდრეა პირლო (იტალია, იუვენტუსი), სერხიო რამოსი (ესპანეთი, რეალი), რაულ გონსალესი (ესპანეთი, შალკე), კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია, რეალი), უეინ რუნი (ინგლისი, მანჩესტერ იუნაიტედი), დავიდ სილვა (ესპანეთი, მანჩესტერ სიტი), ფერნანდო ტორესი (ესპანეთი, ჩელსი), იაია ტურე (კოტ დ'ივუარი, მანჩესტერ სიტი), რობინ ვან პერსი (ჰოლანდია, არსენალი), ჩავი ერნანდესი (ესპანეთი, ბარსელონა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ინიესტას გამარჯვება გამახარებდა.
giorgi
14:07 18-07-2012
0

სიახლეები პოპულარული