მისი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი იქნება ფიფას მოქმედი პრეზიდენტის, ზეპ ბლატერის საქმიანობის შესწავლა და 2018 და 2022 წლების მსოფლიოს ჩემპიონატების მასპინძლობის უფლების გაცემის სამართლებრივი მხარეების გამოძიება.
2010 წლის 2 დეკემბერს მიღებულმა გადაწყვეტილებამ განსაკუთრებული ხმაური გამოიწვია. მიზეზი კი ის გახდა, რომ ჯერ კიდევ კენჭისყრის ჩატარებამდე ბრიტანულმა გაზეთებმა მხოლოდ მათთვის ცნობილი მეთოდებით ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრებს პროვოცირება გაუკეთეს, რომელთაც
ამ ყოველივეს შემდეგ რუსეთისა და ყატარის კანდიდატურების გამარჯვებამ მსოფლიო საფეხბურთო საზოგადოებაში სერიოზული შოკი გამოიწვია. პრესა აღმასკომის წევრებს პირდაპირ ადანაშაულებდა კორუფციულ გარიგებაში. ამან ის გამოიწვია, რომ რამდენიმე წევრმა ვერ გაუძლო საზოგადოებრივ ზეწოლას და პოსტი დატოვა.
2011 წლის ივნისში გადაწყდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყნებს ამიერიდან ფიფას კონგრესი აირჩევდა, სადაც ორგანიზაციის წევრი 208 ქვეყნის წარმომადგენელი შედის და არა აღმასკომი, სადაც სულ 24 ადამიანია გაწევრიანებული.
დამოუკიდებელი გამოძიების დაწყების ინიციატივით ფიფას ანტიკორუფციული საქმეების მრჩეველი მარკ პიტი გამოვიდა.
მისი თქმით, რაკი დოკუმენტები ორი მუნდიალის მასპინძლის არჩევის საქმეში საზოგადოების სერიოზულ ეჭვს იწვევს, მაიკლ გარსიას უნდა მიეცეს საშუალება, რომ ნებისმიერ მათგანზე ჰქონდეს დაშვება და თანაც, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.
ამასთან, ბლატერმა აღიარა, რომ მისი ორგანიზაციის მხრიდან ერთდროულად ორი მასპინძლის არჩევა "სერიოზული შეცდომა" იყო, მაგრამ იქვე დაამატა, რომ არავითარ კორუფციულ გარიგებას ამ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
"შევცდით, ვაღიარებთ, მაგრამ არ შეიძლება, მთელი ცხოვრება სინანულით ვიცხოვროთ, რადგან უკან დაბრუნება და საკითხის სხვანაირად გადაწყვეტა უკვე შეუძლებელია. ვალდებულნი ვართ, რომ მომავალს ოპტიმისტურად ვუყუროთ. ნამდვილად შემიძლია საზოგადოებას ფიფასადმი ნდობა დავუბრუნო," – განაცხადა ზეპ ბლატერმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"