ზლატან იბრაჰიმოვიჩის აღმზრდელები წილის მოლოდინში არიან

AutoSharing Option
შვედეთის მეოთხე ლიგის წარმომადგენელი "ბალკანი" (მალმიო) ზლატან იბრაჰიმოვიჩის "მილანიდან" "პარი სენ-ჟერმენში" გადასვლის გამო ხეირს ელის.

სწორედ ამ კლუბში აიდგა ფეხი "ტრე კრუნურის" მომავალმა კაპიტანმა და მას მერე ფეხბურთელის ყოველი ტრანსფერისგან ის თავის წილს იღებს.

კლუბის მმართველი საბჭოს წევრის რანკო მოგუშის განცხადებით:
"თავის დროზე იბრას შეძენისთვის კუთვნილი წილი 175 ათასი ევრო ჩვენთვის ჯერ "ბარსელონასაც" კი არ გადაუხდია. ველოდებით, რომ ესპანელებიც და ფრანგებიც ფულს ერთდროულად გადმოგვირიცხავენ.

მიღებულ ფულს ჩვენ ფორმების, ბაზის იჯარისა და ახალგაზრდებთან მუშაობისთვის დავხარჯავთ. ძალიან გვინდა, რომ მესამე ლიგაში გადავიდეთ"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული