ტიერი ანრი მწვრთნელად ლონდონის "არსენალში"?

AutoSharing Option
"ნიუ იორკ რედ ბულსის" 35 წლის ფრანგი ვარსკვლავი ტიერი ანრი კარიერის დასრულების შემდეგ "არსენალში" შესაძლო დაბრუნებაზე ალაპარაკდა.

"ფეხბურთელის რანგში "ემირიტსზე" დაბრუნებას აღარ ვაპირებ. ეს ნაბიჯი შარშანაც მოულოდნელად გადავდგი.

შევიტყვე, რომ შამახი და ჟერვინიო აფრიკის თასზე გაემგზავრნენ და გუნდს დახმარება სჭირდებოდა. მკითხეს, შემეძლო თუ არა ამ საქმის გაკეთება. უმალ დავთანხმდი. სულ ეს იყო. რა იქნება მომავალში, ამის წინასწარ თქმა არ შემიძლია.

ერთადერთი, რაც ახლა მინდა, კარიერის ღირსეულად დასრულებაა. შემდეგ, ალბათ, "არსენალში" მწვრთნელად დავბრუნდები, რაც ძალიან მაგარი იქნება. დიახ, ეს პროფესია ძალიან
მაინტერესებს, თუმცა მასზე ამ წუთას არ ვფიქრობ,"
- განუცხადა ანრიმ "დეილი ტელეგრაფს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული