მათი შეთავაზება აშკარად უკეთესია, ვიდრე “ნიუკასლის” იდეა, ენდი პირდაპირ 16 მილიონად გამოისყიდოს. “ლივერპული” ფეხბურთელს 20 მილიონად აფასებს და წესით, 2 მილიონის დათმობაზე კი უნდა წავიდეს, თუ არ სურს, რომ კეროლმა მომავალ სეზონშიც ბალასტის როლი ითამაშოს.
ჰადლსტოუნი მინდორს დაუბრუნდა
25 წლის
ფეხბურთში მისი ხელახალი დებიუტი რამდენიმე დღის წინ “ლოს ანჯელეს გალაქსისთან” შედგა. “გასულმა წელმა მხოლოდ იმედგაცრუება მომიტანა. მხოლოდ ოთხჯერ მოვახერხე მინდორზე გასვლა და შემდეგ ტკივილები დამეწყო, რაც რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა. შოკში ჩავვრადი, როცა გავიგე, რომ განმორებითი ოპერაცია მჭირდებოდა. ახლა უკვე კონცენტრირებული ვარ მომდევნო სეზონისთვის მზადებაზე,” - აცხადებს ფეხბურთელი.
ლილს მცველი დააკლდა
“ლილის” 19 წლის მარცხენა მცველმა ლუკას დინმა ვარჯიშზე ტულიო დე მელოსთან საჰაერო ორთაბრძოლისას ცხვირი იმდენად სერიოზულად დაიშავა, რომ მას ოპერაციაც კი სჭირდება. ექიმების ვარაუდით, ახალგაზრდას 3 კვირის გამოტოვება მოუწევს. რუდი გარსიას გაჭირვებას ესღა აკლდა, ლიგა 1-ის ექსჩემპიონებს უკანა ხაზში სერიოზული “გარღვევა” აქვთ - გარსიას განკარგულებაში ამ წუთას მხოლოდ ხუთი კვალიფიციური მცველია და აქედან კლოდ დებუში “ჩემოდნებზე ზის” და “ნიუკასლში” გადასასვლელად ემზადება.
ჩელსის არსად არ ეჩქარება
“ჩელსის” 31 წლის მარცხენა მცველ ეშლი კოულს ხელშეკრულება 2013 წლის ივნისის ბოლოს უმთავრდება. მას კი სურს “სტემფორდ ბრიჯზე” დარჩენა, მაგრამ კლუბს თანამშრომლობის გახანგრძლივება ჯერ არ შეუთავაზებია. “დეილი მირორი” ნაკრების წევრის მდგომარეობას თეო უოლკოტისა და რობინ ვან პერსის ვითარებას ადარებს და აცხადებს, რომ კოული პოტენციური დამსაქმებლებისთვის არანაკლებ საინტერესო ფიგურა უნდა იყოს.
ჰიოვედესი შეიძლება დააქვეითონ
“ბილდის” ცნობით, “შალკეს” 24 წლის ცენტრალურ მცველს ბენედიქტ ჰიოვედესს შესაძლოა “ხუმარების” კაპიტნის სამკლავური ჩამოართვან. ამის თაობაზე ჟურნალისტებთან გელზენკირხენელთა თავკაცმა ჰუუბ სტევენსმა განაცხადა. მეტიც, მას გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილიც კი არ აქვს გარანტირებული. “ჰიოვედესმა მინიმუმ 10%-ით მაინც უნდა მოუმატოს ეფექტურობას. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში დავინახავთ მოედანზე იმ მოთამაშეს, ვის ხილვასაც შევეჩვიეთ. რაც შეეხება კაპიტნობას, ჩემი აზრით, სამკლავურის გამო ის მეტისმეტად დიდ წნეხს გრძნობს,” - აცხადებს სტევენსი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"