ესპანეთი ბოლომდე შერცხვა, ბრიტანეთმა მძიმე გამოცდა ჩააბარა

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრებმა, რომელიც ოლიმპიადაზე ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტის სტატუსით ჩავიდა, კარიც კი ვერ გაიჯახუნა - ხუან მატასა და კომპანიას, რომლებმაც მეოთხედფინალში გასვლის იმედები საწყისი ორი ტურის შემდეგ გადაიწურეს, არც მაროკოელთა დამარცხების თავი აღმოაჩნდათ და ერთადერთი, რაც შეძლეს, პირველი და უკანასკნელი ქულის მოპოვებაა.

გადაჭარბების გარეშე, ესპანეთის ოლიმპიურ გამოსვლას სამარცხვინო უნდა ვუწოდოთ - ესპანურმა "ოქროს თაობამ" ტურნირი ჯგუფში უკანასკნელი ადგილით და უგოლოდ დატოვა!

ამ გუნდზე მეტს ნუღარ შევჩერდებით და ისინი ვახსენოთ, ვინც ბრიტანულ სტადიონებზე ნამდვილ ფეხბურთს თამაშობს.

ამათგან უპირველესად ბრაზილიაა გამოსაყოფი, რომელმაც ამჯერადაც
სამი გოლი გაიტანა და იმის მიუხედავად, რომ ახალზელანდიელებთან დაპირისპირება პრაქტიკული მნიშვნელობით არაფერს სძენდა, მაყურებელს მაინც ლამაზი სანახაობა აჩვენა.

სელესაომ არაუძლიერესი შემადგენლობით ითამაშა, მაგრამ მაღალი კლასი ექსპერიმენტული კონტინგენტითაც გამოავლინა და მეოთხედფინალში ქულათა მაქსიმუმით გავიდა. იმავე ჯგუფში ბელარუსის ნაკრებს პლეი ოფის საგზურისთვის ფრეც ჰყოფნიდა, მაგრამ ეგვიპტესთან უიმედოდ დამარცხდა და ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა.

ერთადერთი ევროპული ნაკრები, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობს, მასპინძელი დიდი ბრიტანეთია. სტიუარტ პირსის გუნდმა ოლიმპიადა უფერულად დაიწყო, მაგრამ ნელ-ნელა მოფერიანდა და იმდენი შეძლო, რომ გათამაშებას სუარესი-კავანის მრისხანე დუეტით გაძლიერებული ურუგვაი გამოთიშა.

ძირითად შემადგენლობაში დაბრუნება გოლით აღნიშნა დანიელ სტარიჯმა. ვეტერანმა რაიან გიგზმა კი საკუთარი გუნდის წარმატებას ამჯერად სათადარიგოთა სკამიდან ადევნა თვალი.

ბრაზილიელთა და ბრიტანელთა მსგავსად, საკუთარ ჯგუფებში პირველი ადგილი დამაჯერებლად დაიკავეს.

ევროპელთა ფიასკოს გარდა, თვალშისაცემია აზიელთა, კონკაკაფელთა და აფრიკელთა წარმატებული ასპარეზობა. სენეგალისა და ეგვიპტის მსგავსად, შავი კონტინენტიდან მეოთხედფინალში გასვლა შეეძლო გაბონს, თუმცა სამხრეთ კორეასთან ფრეს დასჯერდა და ბრძოლას გამოეთიშა.

თქვენს წინაშე მეოთხედფინალური წყვილებია, სადაც, ერთი შეხედვით, ცენტრალური დაპირისპირება არ იკვეთება. წესით, თითოეული მატჩი რიგიანი სანახავი უნდა იყოს.

A ჯგუფი
დიდი ბრიტანეთი-ურუგვაი 1:0
დიდი ბრიტანეთი: ბატლენდი, რიჩარდსი, ბერტრანი, ტეილორი, სოლკერი, სინკლერი (90. კორკი), ალენი, რემსი, კლევერლი, ბელამი (78. როსი), სტარიჯი (90. დოუსონი).
ურუგვაი: კამპანია, კოატესი, აგირეგი, არიასი, როლინი, არევალო, როდრიგესი, ვიუდესი (58. ლოდეირო), სუარესი, კავანი, რამირესი.
გოლი: 1:0 სტარიჯი (45)
გაფრთხილება: ტეილორი, რემსი - კოატესი, არიასი, სუარესი, რამირესი, ლოდეირო
არბიტრი: ი. ნიშიმურა (იაპონია)
კარდიფი. მილენიუმი

სენეგალი-საემიროები 1:1
სენეგალი: ო. მანე, პ. გუეიე, სუარე, მბოჯი, ზ. ტურე, დიამე, კუიატე, კონატე, ბაჯი (66. მბოჯი) ს. მანე (83. იერო), მ. გუეიე (46. ბალდე).
საემიროები: ეისა, ღარიბი, ალ ქამალი, სანქური, აბდულრაჰმანი, ესა (65. მაბხუტი), ფავზი, ა. ალ ჰამადი, ისმაელი, მატარი (89. ფარდანი), ჰალილი (60. ალ ჰამადი).
გოლები: 0:1 მატარი (21), 1:1 კონატე (49)
გაფრთხილება: აბდულრაჰმანი
არბიტრი: ს. მოენი (ნორვეგია)
ქოვენთრი. სიტი ოფ ქოვენთრი

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბრიტანეთი 3 2 1 0 5-2 7
2. სენეგალი 3 1 2 0 4-2 5
3. ურუგვაი 3 1 0 2 2-4 3
4. საემიროები 3 0 1 2 3-6 1

B ჯგუფი
მექსიკა-შვეიცარია 1:0
მექსიკა: კორონა, სალსიდო, ვიდრიო (46. ი. ხიმენესი), ჩავესი, მიერი, რეიესი, ფაბიანი (79. პონსე), აკინო, ენრიკესი, პერალტა, ჯოვანი დოს სანტოსი (84. რ. ხიმენესი).
შვეიცარია: ბენალიო, დაპრელა, კლოზე, აფოლტერი, როდრიგესი, ფრაი, ცუბერი (61. დრმიჩი), ქასამი (85. ჰოხშტრასერი), მეჰმედი, ემეგარა, აბრაში (76. ვისი).
გოლი: 1:0 პერალტა (69)
გაფრთხილება: დარპელა, აფოლტერი, ჰოხშტრასერი
არბიტრი: რ. ირმატოვი (უზბეკეთი)
კარდიფი. მილენიუმი

ს. კორეა-გაბონი 0:0
ს. კორეა: იუნგი, ჩ. კიმი, იუნი, ი. კიმი, ჰვანგი, კი, კუ, ბ. კიმი (61. ჯი), ჯ. პარკი (46. ნამი), ბაეკი, ჩ. პარკი (80. ჰ. კიმი).
გაბონი: ოვონო, ნდონგი, დინდა, ნზამბე, ტანჯიგორა (10. ნდუმბუ), მადინდა (66. მბინგი), ბუსუგუ, ენგონგა, ობიანგ ობიანგი, აუბამეიანგი, მე ნდონგი (76. ნონო).
გაფრთხილება: იუნგი - ნდუმბუ
არბიტრი: პ. კრალოვეცი (ჩეხეთი)
ლონდონი. უემბლი

თ მ ფ წ ბ ქ
1. მექსიკა 3 2 1 0 3-0 7
2. ს. კორეა 3 1 2 0 2-1 5
3. გაბონი 3 0 2 1 1-3 2
4. შვეიცარია 3 0 1 2 2-4 1

C ჯგუფი
ბრაზილია-ახალი ზელანდია 3:0
ბრაზილია: გაბრიელი, ტიაგო სილვა, მარსელო, რაფაელი, ალექს სანდრო, დანილო, ჟუანი, სანდრო (82. რომულო), ლუკასი, ნეიმარი (76. პატო), ლეანდრო დამიაო (80. ოსკარი).
ახალი ზელანდია: ოკეფე, ნელსენი, ჰოგი, სმიტი, ტომასი (46. მაიერსი), მაკგლინჩი, როხასი (81. ლუკასი), ბარბარუსესი (46. ჰოვიესონი), სმელტცი, ვუდი, ფეინი.
გოლები: 1:0 დანილო (23), 2:0 ლეანდრო დამიაო (29), 3:0 სანდრო (52)
გაფრთხილება: ალექს სანდრო - ჰოგი, მაიერსი
გაძევება: ალექს სანდრო (76)
არბიტრი: ბ. გასამა (გამბია)
ნიუკასლი. სენტ ჯეიმს პარკი

ეგვიპტე-ბელარუსი 3:1
ეგვიპტე: ალ შენავი, ფათჰი (69. გაბერი), რამადანი, ჰეგაზი, სამირი, აბო ტრიკა, ჰასანი, ელ ნენი, აჰმედი (46. მოჰსენი), მოთეაბი (77. გომაა), სალაჰი.
ბელარუსი: გუტორი, პოლიტევიჩი, პოლიაკოვი, კუზმიანოკი, ბაგა, რენანი (75. სკავიში), დრაგუნი, ალეკსევიჩი, კოზლოვი (69. ვორონკოვი), გორდეიჩუკი (60. სოლოვეი), კორნილენკო.
გოლები: 1:0 სალაჰი (56), 2:0 მოჰსენი (73), 3:0 აბო ტრიკა (79), 3:1 ვორონკოვი (87)
გაფრთხილება: კორნილენკო
არბიტრი: რ. გარსია ოროსკო (მექსიკა)
გლაზგო. ჰემპდენ პარკი

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბრაზილია 3 3 0 0 9-3 9
2. ეგვიპტე 3 1 1 1 6-5 4
3. ბელარუსი 3 1 0 2 3-6 3
4. ზელანდია 3 0 1 2 1-5 1

D ჯგუფი
იაპონია-ჰონდურასი 0:0
იაპონია: გონდა, მურამაცუ, იოშიდა, ჰ. საკაი, სუზუკი, ოცუ (87. ჰიგაში), უსამი, იამამურა, იამაგუჩი, საიტო (81. ნაგაი), სუგიმოტო (67. კიოტაკე).
ჰონდურასი: მენდოსა, ფიგეროა, ლევერონი, კრისანტო, ველასკესი, მარტინესი, გარიდო, ბენგტსონი, მეხია, ნახარი (60. ლოპესი), ლოსანო (77. ო. პერალტა).
გაფრთხილება: კრისანტო, ნახარი
არბიტრი: ს. ჯედიდი (ტუნისი)
ქოვენთრი. სიტი ოფ ქოვენთრი

ესპანეთი-მაროკო 0:0
ესპანეთი: დე ხეა, ხორდი ალბა, ინიგო მარტინესი, ასპილიკუეტა, ბოტია, ხავი მარტინესი (46. ანდერ ერერა), ისკო (56. ტელო), ორიოლი, ადრიანი, მატა, მუნიაინი (66. კოკე).
მაროკო: ამსიფი, ფედალი, ჯებური, ნუსირი, აბერჰუნი, ხარჯა, ფეტუი (87. ელ ჰასნაუი), ბარადა, ლაბიადი, ამრაბათი (71. ნაჯაჰი), ბიდაუი (70. ელ ჰასნაუი).
გაფრთხილება: ინიგო მარტინესი, მატა - ფედალი
არბიტრი: ბ. უილიამსი (ავსტრალია)
მანჩესტერი. ოლდ ტრაფორდი

თ მ ფ წ ბ ქ
1. იაპონია 3 2 1 0 2-0 7
2. ჰონდურასი 3 1 2 0 3-2 5
3. მაროკო 3 0 2 1 2-3 2
4. ესპანეთი 3 0 1 2 0-2 1

1/4-ფინალი
4 აგვისტო
იაპონია-ეგვიპტე
მექსიკა-სენეგალი
ბრაზილია-ჰონდურასი
დიდი ბრიტანეთი-სამხრეთ კორეა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული