ლუის ვან გაალი სიურპრიზების გარეშე

AutoSharing Option
ლუის ვან გაალმა ბელგიის ნაკრებთან 15 აგვისტოს გასვლითი ამხანაგური მატჩისთვის ჰოლანდიის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

შეიძლება ითქვას, რომ "ნარინჯისფერთა" ახლადდანიშნულ თავკაცს გულშემატკივრისთვის არც ერთი სიურპრიზი არ შეუთავაზებია. ძველ-ახალ გუნდში შემდეგი ფეხბურთელები შევიდნენ:

მეკარეები: ტიმ კრული (ნიუკასლი), მარტენ სტეკელენბურგი (რომა), მიხელ ვორმი (სუონსი)
მცველები: ჯონ ჰეიტინგა (ევერტონი), ხალიდ ბულაჰრუზი (სპორტინგი), იორის მატაისენი (მალაგა), რიკარდო ვან რაინი (აიაქსი), ნიკ ვიგევერი (ალკმაარი), რონ ვლაარი (ასტონ ვილა), შტეფან დე ვრაი (ფეიენოორდი), გრეგორი ვან დერ ვილი (აიაქსი), იეტრო ვილემსი (ეინდჰოვენი)
ნახევარმცველები: იბრაჰიმ აფელაი (ბარსელონა), ვურნონ ანიტა
(აიაქსი), იორდი კლასი (ფეიენოორდი), ურბი ემანუელსონი (მილანი), ნაიჯელ დე იონგი (მანჩესტერ სიტი), სიმ დე იონგი (აიაქსი), ჯერმეინ ლენსი, ლუსიანო ნარსინხი, კევინ სტროოტმანი (ყველა ეინდჰოვენი), ადამ მაჰერი (ალკმაარი), არიენ რობენი (ბაიერნი), სტინ სხაარსი (ბაიერნი), ვესლი სნეიდერი (ინტერი), რაფაელ ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემი)
თავდამსხმელები: ბას დოსტი (ვოლფსბურგი), კლაას იან ჰუნტელაარი (შალკე), ოლა ჯონი (ბენფიკა), ლუუკ დე იონგი (მიონხენგლადბახი), დირკ კუიტი (ფენერბაჰჩე), რობინ ვან პერსი (არსენალი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული