ოლეგ ბლოხინის ახალი უკრაინა

AutoSharing Option
უკრაინის ნაკრები 15 აგვისტოს ლვოვში ჩეხეთთან ამხანაგური მატჩით მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატისთვის მზადებას იწყებს.

მთავარმა მწვრთნელმა ოლეგ ბლოხინმა შეკრებაზე 23 ფეხბურთელს უხმო, აქედან 18 ევრო 2012-ის მონაწილეს. უკრაინას ორი ანდრი დააკლდა, შევჩენკო (პოლიტიკაში წავიდა) და ვორონინი (დიუსელდორფის "ფორტუნაში"განაგრძო კარიერა).

მეკარეები: ანდრი დიკანი (სპარტაკი მ.), მაქსიმ კოვალი (დინამო), ანდრი პიატოვი (შახტარი).
მცველები: ტარას მიხაილიკი, ევჰენ ხაჩერიდი (დინამო), ვიაჩესლავ შევჩუკი, ალექსანდრ კუჩერი, იაროსლავ რაკიცკი (ყველა შახტარი), ვიტალი მანძიუკი (დნიპრო), ბოგდან ბუტკო (ილიჩივეცი), ევჰენ სელინი (ვორსკლა)
ნახევარმცველები: ოლეგ ჰუსევი, დენის გარმაში, ანდრი იარმოლენკო
(ყველა დინამო), ევჰენ კონოპლიანკა, რუსლან როტანი (დნიპრო), ევჰენ ნაზარენკო (ტავრია), რომან ბეზუსი (ვორსკლა), ტარას სტეპანენკო (შახტარი), ანატოლი ტიმოშჩუკი (ბაიერნი)
თავდამსხმელები: რომან ზოზულია (დნიპრო), მარკო დევიჩი, ევჰენ სელეზნიოვი (ორივე შახტარი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული