დარენ ფლეტჩერმა ვარჯიშები განაახლა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" 28 წლის შოტლანდიელმა ნახევარმცველმა დარენ ფლეტჩერმა საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემის გამო კარიერა დროებით გასული წლის შემოდგომაზე შეწყვიტა.

მას სხვა გამოსავალი, უბრალოდ, არ ჰქონდა, რადგან ექიმებმა ვერაფრით მიაგნეს დაავადების განკურნების გზას. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა.

ერთი პირობა ისიც კი ითქვა, რომ ფეხბურთელს აქტიური კარიერის ნაადრევად დასრულება მოუწევდა, მაგრამ არა...

ფლეტჩერმა ვარჯიშები უკვე განაახლა. ცხადია, მისი კონდიციები სასურველისგან შორსაა და როდის შეძლებს მინდორზე დაბრუნებას, ეს ჯერ კიდევ არავინ იცის.

შოტლანდიის ნაკრების თავკაცმა კრეიგ ლევაინმა მას რამდენიმე დღით ნაკრების ბაზაზე
ვარჯიში შესთავაზა.

ალექს ფერგიუსონი კოლეგას იოლად დათანხმდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული