საიტის გვერდზე თურქი რეფორმატორისა და სამხედრო მეთაურის, ქემალ ათათურქის გამოსახულება გაჩნდა, რომლის პორტრეტი რუსმა გულშემატკივრებმა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის პირველი მატჩის დროს დაწვეს.
შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში "სპარტაკმა" "ფენერბახჩეს" უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
"დაუყოვნებლივ მოიხადეთ ბოდიში თურქი ერის წინაშე. ფიფა ამ ფაქტს ყურადღებას არ აქცევს, მაგრამ ჩვენ ამას დაუსჯელად არ დავტოვებთ", - ეწერა სურათზე, რომელიც "სპარტაკის" საიტის მთავარ გვერდზე იყო.
აქვე გეტყვით, რომ მოსკოვის "სპარტაკში" საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯანო