ეს მატჩი ლონდონში, "უემბლიზე" გაიმართება. უკრაინელი ჟურნალისტები გაკვირვებულები აღნიშნავენ, რომ 15 აგვისტოს ჩეხეთთან მოგებული შეხვედრისგან შემადგენლობას ერთადერთი ფეხბურთელი დააკლდა და ისიც თავდამსხმელი.
ლაპარაკია "შახტარის" 27 წლის შემტევ ევგენი სელეზნიოვზე. წინახაზელთაგან ბლოხინს მხოლოდ ორი კაცი ჰყავს გამოძახებული. სამაგიეროდ, კითხვასაც კი აღარავინ სვამს, თუ რატომ არ არის ნაკრებში ალექსანდრ ალიევი.
მეკარეები: ანდრეი დიკანი (სპარტაკი მ.), მაქსიმ კოვალი (დინამო), ანდრეი პიატოვი
მცველები: ბოგდან ბუტკო (ილიჩივეცი), ბოგდან კუჩერი, იაროსლავ რაკიცკი, ვიაჩესლავ შევჩუკი (ყველა შახტარი), ვიტალი მანძიუკი (დნიპრო), ევგენი სელინი (ვორსკლა), ტარას მიხაილიკი, ევგენი ხაჩერიდი (ორივე დინამო)
ნახევარმცველები: რომან ბეზუსი (ვორსკლა), ანდრეი იარმოლენკო, დენის გარმაში, ოლეგ გუსევი (ყველა დინამო), რუსლან როტანი, ევგენი კონოპლიანკა (დნიპრო), სერგეი ნაზარენკო (ტავრია), ტარას სტეპანენკო (შახტარი), ანატოლი ტიმოშჩუკი (ბაიერნი)
თავდამსხმელები: მარკო დევიჩი (შახტარი), რომან ზოზულია (დნიპრო)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"