კრისტიან პოულსენი "აიაქსში" წავიდა

AutoSharing Option
დანიის ნაკრების 32 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა კრისტიან პოულსენმა, ვინც ბოლო სეზონი ლიგა 1-ის "ევიანში" გაატარა, "აიაქსთან" 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

"მიღწეული შეთანხმებით ძალიან კმაყოფილები ვართ. მისით ევროპის ელიტური ლიგების წარმომადგენლები იყვნენ დაინტერესებულები და ამის მიუხედავად, ფეხბურთელმა არჩევანი ჩვენზე შეაჩერა.

პოულსენი თანაგუნდელებს მოედანზეც დაეხმარება და მის მიღმაც, რადგან ბუნებით ის ლიდერადაა დაბადებული," - განაცხადა "აიაქსის" ტექნიკურმა დირექტორმა მარკ ოვერმარსმა. პოულსენი იმ იშვიათ ფეხბურთელთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთაც ევროპის ხუთივე დიდ ჩემპიონატში უთამაშიათ.

ინგლისში ის "ლივერპულში" თამაშობდა, ესპანეთში
- "სევილიაში", გერმანიაში - "შალკეში", იტალიაში - "იუვენტუსში". საფრანგეთზე კი უკვე მოგახსენეთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული