ქალი, რომელთანაც კრიშტიანო რონალდო ირინა შეიკს ღალატობს

AutoSharing Option
პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდომ რუს საცოლეს, ირინა შეიკს ბავშვობის მეგობართან უღალატა. ფეხბურთელი პორტუგალიელ მსახიობ რიტა პერეირასთან პაემანზე გამოიჭირეს. პერეირა რონალდოს დიდი ხნის მეგობარია.

ფეხბურთელისა და მსახიობის პაემანი პორტუგალიის სამხრეთით, რონალდოს კუთვნილ ღამის კლუბ Seven-ში, პანამისა და პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩის შემდეგ შედგა.

30 წლის პერეირამ, რომლის ფოტოც ცოტა ხნის წინ ჟურნალ Playboy-ს ერთ-ერთი ნომრის გარეკანს ამშვენებდა, 27 წლის თავდამსხმელთან ერთად მთელი ღამე კლუბში გაატარა.

Sportall.Geისინი ერთმანეთს ეხუტებოდნენ, კოცნიდნენ და თბილად საუბრობდნენ. კლუბი კრიშტიანომ და რიტამ ერთად დატოვეს.

რიტა
პერეირა რონალდოს დების - ელმასა და ლილიანას ახლო მეგობარია, ასევე, რონალდოს დედის, მარია დოლორესის რჩეული. ფეხბურთელის რუს საცოლესთან მომავალ დედამთილს დაძაბული ურთიერთობა აქვს.

ოჯახთან დაახლოებულ პირთა ინფორმაციით, მარიას ურჩევნია, შეიკის ადგილზე პერეირა იხილოს.

26 წლის ირინა შეიკი ამჟამად სამშობლოში იმყოფება და სატელევიზიო დებიუტისთვის ემზადება. პოდიუმის ვარსკვლავმა პოპულარული პროექტის, "ტოპ-მოდელი რუსულად" წამყვანის როლი მოირგო.

www.ambebi.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული