მიშელ პლატინი: ჯობს, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი ზამთარში ჩატარდეს

AutoSharing Option
უეფა 2021 წლის დეკემბერში ყველა ევროპული ეროვნული ჩემპიონატის შეჩერებას აპირებს, რათა ყატარში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ჩატარება ზამთარში გახდეს შესაძლებელი.

არაბულ ქვეყანაში ზაფხულში, ანუ იმ დროს, როდესაც ჩვეულებრივ მსოფლიოს პირველობა იმართება, ტემპერატურა 50 გრადუსს აღწევს და ტურნირის ზამთარში გადატანა ოპტიმალური ვარიანტი იქნებოდა.

"მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ზამთარში ჩატარებას მხარს დავუჭერ! ეს გულშემატკივრებისთვისაც და ფეხბურთელებისთვისაც უკეთესი იქნება.

2022 წლის იანვარში ზამთრის ოლიმპიური თამაშები იმართება, ორი ასეთი დიდი ტურნირის ერთდროულად ჩატარება კი შეუძლებელია და აჯობებს, თუ მუნდიალს ნოემბერ-დეკემბრისთვის დავგეგმავთ.

თუკი ამ ბოლო
ვარიანტზე შევჯერდებით, მე ჩემი მხრივ პირობას ვდებ, რომ ევროპაში ეროვნულ ჩემპიონატებს დროებით შევაჩერებ", - განაცხადა უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული