გლაზგოს ”სელტიკმა” ბიუჯეტი შეკვეცა

AutoSharing Option
დამოუკიდებელი აუდიტების მიერ “სელტიკის” ფინანსური დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ გლაზგოური გრანდის წლიურმა ბრუნვამ 57 მილიონ ფუნტამდე (71 მლნ ევრო) დაიკლო. სამაგიეროდ, გაზრდილია მიმდინარე ხარჯები და შესაბამისად, უარყოფითი ფინანსური ბალანსი.

გლაზგოელთა საერთო ვალი სულ ორი მილიონი ფუნტია, რაც, დაგვეთანხმებით, სულაც არ არის დიდი თანხა. ამას გარდა, არც იმის დავიწყება შეიძლება, რომ გუნდმა წელს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გააღწია, რაც მის შემოსავლებზე დადებითად აისახება. ასე რომ, რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდა, “სელტიკი” თანაქალაქელი “რეინჯერსის” ბედს არ გაიზიარებს.

“ჩვენი კლუბი ბოლო წლებში
განუხრელად ვითარდება. რაკი წელს ჩემპიონთა ლიგაში თამაშის უფლება მოვიპოვეთ, იმედი გვაქვს, რომ “სელტიკის” პროგრესი კიდევ უფრო სწრაფად მოხდება. გვესმის, რომ წინ რთული დროება გველის, მაგრამ ამისთვის მზად ვართ. გარკვეული გარემოებების გამო მცირე ზარალი ვნახეთ, რისი თავიდან აცილებაც იანვარში ორიოდე წამყვან ფეხბურთელთან გამოთხოვებით შეგვეძლო, მაგრამ გუნდის წინაშე დასახული ამოცანების გადასაჭრელად შემადგენლობის შენარჩუნება იყო აუცილებელი.

სტაბილური ფინანსური მდგომარეობის შენარჩუნება მაინც შევძელით, რაც ჩვენს ვალზეც აისახა. უარყოფითი ბალანსის მიუხედავად, ინვესტორებისგან მხოლოდ 3 მილიონი ფუნტის სესხება დაგვჭირდა, ჩვენი კალიბრის ორგანიზაციისთვის კი ეს არცთუ ისე დიდი თანხაა. ამ ზაფხულს სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობის წყალობით უარყოფითი ბალანსი მთლიანად დავფარეთ, ლიგის შემოსავლებით კი ხელ-ფეხი კიდევ უფრო გაგვეხსნება,” – ამბობს პიტერ ლოუელი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული