გლაზგოელთა საერთო ვალი სულ ორი მილიონი ფუნტია, რაც, დაგვეთანხმებით, სულაც არ არის დიდი თანხა. ამას გარდა, არც იმის დავიწყება შეიძლება, რომ გუნდმა წელს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გააღწია, რაც მის შემოსავლებზე დადებითად აისახება. ასე რომ, რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდა, “სელტიკი” თანაქალაქელი “რეინჯერსის” ბედს არ გაიზიარებს.
“ჩვენი კლუბი ბოლო წლებში
სტაბილური ფინანსური მდგომარეობის შენარჩუნება მაინც შევძელით, რაც ჩვენს ვალზეც აისახა. უარყოფითი ბალანსის მიუხედავად, ინვესტორებისგან მხოლოდ 3 მილიონი ფუნტის სესხება დაგვჭირდა, ჩვენი კალიბრის ორგანიზაციისთვის კი ეს არცთუ ისე დიდი თანხაა. ამ ზაფხულს სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობის წყალობით უარყოფითი ბალანსი მთლიანად დავფარეთ, ლიგის შემოსავლებით კი ხელ-ფეხი კიდევ უფრო გაგვეხსნება,” – ამბობს პიტერ ლოუელი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"