"რედ ბულსის" მწვრთნელს ნიუ იორკში ყელი გამოჭრეს

AutoSharing Option
7 ოქტომბერს, ღამის 4:30 წუთზე ნიუ იორკში, მანჰეტენის ერთ-ერთ მთავარ მოედანზე "რედ ბულსის" ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი მაიკლ ჯონსი მოკლეს.

წარმოშობით ლივერპულელ სპეციალისტს გულთან რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ამას გარდა, დანა გადასმული ჰქონდა ყელზე და მოკვეთილი ჰქონდა ყური.

ჯონსი სისხლდენის გამო რამდენიმე წუთში დაიღუპა. მართალია, პოლიციას ჯერ ეჭვმიტანილი არ ჰყავს, მაგრამ სამართალდამცავების თქმით, მისი დაპატიმრება მხოლოდ დროის საკითხია, რადგან ის სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული