უეფამ ნებართვა გასცა და ბალკანეთის ლიგას გზა გაეხსნა

AutoSharing Option
უეფამ ნებართვა გასცა, რომ იდეით დაინტერესებულმა მხარეებმა ე.წ. ბალკანეთის ლიგის პროექტზე იმუშაონ. ის თავის თავში ყოფილი იუგოსლავიისა (სერბეთი, ჩერნოგორია, ბოსნია, მაკედონია, ხორვატია) და უნგრეთ-ბულგარეთის ჩემპიონატების გაერთიანებას ისახავს მიზნად.

სექტემბერში აღნიშნული ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციების ხელმძღვანელების შეხვედრა შედგა უეფას პრეზიდენტთან, 57 წლის მიშელ პლატინისთან.

ერთი შეხედვით, თუნდაც პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, იდეა უტოპიურია. ძნელად წარმოსადგენია, რა შეიძლება მოხდეს, მაგალითად, საუკეთესო ხორვატული და სერბული კლუბების შეხვედრისას.

ცხადია, წესრიგის შესანარჩუნებლად პოლიციას სერიოზული ძალისხმევა დასჭირდება. ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეტაკება სწორედ ამ ორი ქვეყნის კლუბების
გულშემატკივარს შორის შედგა.

1990 წლის მაისში, ზაგრების სტადიონ “მაქსიმირზე” ადგილობრივი “დინამოსა” და “ცრვენა ზვეზდას” ფანებს შორის მასობრივი ჩხუბის ლოკალიზებისთვის სამართალდამცავებს მთელი საათი დასჭირდათ. შედეგად 60-მა ადამიანმა მძიმე ტრავმა მიიღო.

როგორც ამბობენ, სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი საფუძველი ქვეყნებს შორის მოგვიანებით (1991 წლის მარტში) დაწყებული ომისა, რამაც 23 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

რამდენიმე წლის წინ უეფამ ანალოგიური იდეის განხორციელებაზე კატეგორიული უარი უთხრა ჰოლანდიის, დანიის, შვედეთისა და ნორვეგიის ფეხბურთის ფედერაციებს.

სურვილის შემთხვევაში, შესაძლოა, ეს ქვეყნები ისევ მიუბრუნდნენ ძველ ჩანაფიქრს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული