გადაწყვეტილება 59 წლის სპეციალისტის შესახებ სასწრაფო წესით მოწვეულმა დირექტორთა საბჭომ მიიღო.
რატომ დადგა დღის წესრიგში "დესპოტი ფელიქსის" გათავისუფლების საკითხი, გერმანული ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს.
მაგათის "მგლებმა" ბუნდესლიგის საწყის 8 ტურში მხოლოდ 5 ქულა დააგროვეს და მათ ანგარიშზე ორადორი გოლია.
მაგათის შესაძლო შემცვლელებზე გერმანული პრესა ჯერჯერობით მხოლოდ მკითხაობს. ცხადია, კლუბში ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"