ფელიქს მაგათი მოხსნეს

AutoSharing Option
25 ოქტომბერს ფელიქს მაგათი "ვოლფსბურგის" მთავარი მწვრთნელის პოსტს დაემშვიდობა.

გადაწყვეტილება 59 წლის სპეციალისტის შესახებ სასწრაფო წესით მოწვეულმა დირექტორთა საბჭომ მიიღო.

რატომ დადგა დღის წესრიგში "დესპოტი ფელიქსის" გათავისუფლების საკითხი, გერმანული ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს.

მაგათის "მგლებმა" ბუნდესლიგის საწყის 8 ტურში მხოლოდ 5 ქულა დააგროვეს და მათ ანგარიშზე ორადორი გოლია.

მაგათის შესაძლო შემცვლელებზე გერმანული პრესა ჯერჯერობით მხოლოდ მკითხაობს. ცხადია, კლუბში ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული