როგორც ირკვევა, 76 წლის ფუნქციონერმა რამდენიმე წლის წინ ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ლონდონის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ბოსს, ლორდ სებასტიან კოეს განუცხადა, თქვენი ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციას იდიოტები მართავენ, სწორედ მათი ბრალია, ინგლისმა 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება რომ ვერ მოიპოვაო. რა რეაქცია ექნება ამ ყოველივეზე დევიდ ბერნშტეინს, უახლოეს დღეებში შევიტყობთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"