ზეპ ბლატერი: ინგლისურ ფეხბურთს იდიოტები მართავენ

AutoSharing Option
ფიფას პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია და მისი მმართველები ამხელა ორგანიზაციის ხელმძღვანელისთვის შეუფერებელი ლექსიკით შეამკო.

როგორც ირკვევა, 76 წლის ფუნქციონერმა რამდენიმე წლის წინ ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ლონდონის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ბოსს, ლორდ სებასტიან კოეს განუცხადა, თქვენი ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციას იდიოტები მართავენ, სწორედ მათი ბრალია, ინგლისმა 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება რომ ვერ მოიპოვაო. რა რეაქცია ექნება ამ ყოველივეზე დევიდ ბერნშტეინს, უახლოეს დღეებში შევიტყობთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მართალია ეს კაცი
England
13:54 02-11-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული