სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია დსთ-ის ერთიანი ჩემპიონატის შექმნას მიესალმება

AutoSharing Option
ამას წინათ "გაზპრომის" ხელმძღვანელი ალექსეი მილერი დსთ-ის ერთიანი საფეხბურთო ჩემპიონატის შექმნის წინადადებით გამოვიდა და მას შემდეგ არამხოლოდ რუსეთში, უკრაინასა და ბელორუსშიც აქტიურად მსჯელობენ ამ იდეის შესახებ.

სსრკ-ის ჩემპიონატის ნოსტალგია ადრეც არაერთგზის მოძალებიათ როგორც დიდ რუსეთში, ისე მის მოსაზღვრე სახელმწიფოებში და ერთიანი ჩემპიონატის შექმნაზე მსჯელობაც არაერთგზის გამართულა, თუმცა "გაზპრომის" სიტყვას აშკარად მაინც სხვა ფასი ჰქონია...

და აი, 29 ნოემბერს სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე "გაზპრომის" ინიციატივის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა.

"სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია მხარს უჭერს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების ერთიანი
საფეხბურთო ჩემპიონატის შექმნის იდეას.

ამჟამად თანამეგობრობის ქვეყნების ეროვნულ ჩემპიონატებში მრავლად არიან გუნდები, რომლებმაც აღიარება არამხოლოდ ქვეყნის შიგნით, მსოფლიო მასშტაბითაც მოიპოვეს. ჩვენ დარწმუნებულნ
ი ვართ, რომ პოსტსაბჭოთა სივრცის საუკეთესო კლუბების ერთ ჩემპიონატში მოქცევა თანამეგობრობის სახელმწიფოებში ფეხბურთის დონეს არამხოლოდ საკლუბო, ეროვნული ნაკრებების მხრივაც აამაღლებს.

ჩვენ ადრეც გამოვდიოდით ასეთი ინიციატივით და ახლა, როცა ამ იდეის რეალიზაციისთვის ნიადაგი არსებობს, კიდევ უფრო დარწმუნებულნ
ი ვართ, რომ ის დსთ-ის სხვა წევრების ფეხბურთის ფედერაციებისგანაც მიიღებს მხარდაჭერას.

სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია მოუწოდებს მათ აქტიური დიალოგისკენ და თანამშრომლობისკენ, რათა დსთ-ის ქვეყნების საფეხბურთო ჩემპიონატი უახლოეს მომავალში ჩატარდეს
", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც championat.com აქვეყნებს.

ცნობისთვის, სხვადასხვა წრეში თემის განხილვისას საუბარი არამხოლოდ დსთ-ის წევრ ქვეყნებს შეეხება და საკითხთან დაკავშირებით რამდენჯერმე საქართველოც ახსენეს.
მკითხველის კომენტარები / 10 /
კუმაც ფეხი გამოყო
სნგ რამდენი ლიგა უნდა შეიქმნას სომხურმა გუნდმა რომ ითამაშოს
1ლიგაში (18გუნდი) 11რუსული,6უკრაინა,1 ბელორუსი.
1
გაზპრომის იდეები არ გვინდა!!!! ეხლა შევიდეთ სნგ ჩემპიონატში და იქ ვიყაროთ რუსებზე ჯავრი. . ამ პათოსით დაგვმოძღვრავენ "დიდი: ადამიანები და "საზოგადო მოღვაწეები". და რომ კითხო ჩემპიონატის თამაშებზე ბოლოს როდის იყვნენ გეტყვიან ჩემთვის "ფუტბოლი" მოსკოვის სპარტაკი და ერევნის არარატი იყო და წალენჯიხა მარტვილის თამაშებზე ვერ ვივლიო. აი ასეთი "საამაყო" მოღვაწეები გვყავს. ჟურნალ ათიანში წავიკითხე სტატია სადაც ერთ ერთი გამოჩენილი გულშემატკივარი ახმიანებდა ზუსტად ამ ფრაზას.
eqsperti
18:23 29-11-2012
1

სიახლეები პოპულარული