არგენტინელმა ფეხბურთელმა ზედიზედ მეოთხეჯერ მოიგო აღნიშნული ჯილდო, რაც ფეხბურთის ისტორიაში აქამდე არ მომხდარა.
შეგახსენებთ, რომ "ოქროს ბურთის" მიღების კანდიდატები იყვნენ ანდრეს ინიესტა და კრიშტიანო რონალდო.
აქვე გეტყვით, რომ მესიმ 2012 წელს ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელის, გერდ მიულერის რეკორდი გააუმჯობესა - წელიწადში 91 გოლი გაიტანა. თავის დროზე გერმანელმა წელიწადში 85 გოლი ჩაიწერა ანგარიშზე.