ლიონელ მესი "ოქროს ბურთის" მფლობელია

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრებისა და "ბარსელონას" ფორვარდი ლიონელ მესი "ოქროს ბურთის" მფლობელია.

არგენტინელმა ფეხბურთელმა ზედიზედ მეოთხეჯერ მოიგო აღნიშნული ჯილდო, რაც ფეხბურთის ისტორიაში აქამდე არ მომხდარა.

შეგახსენებთ, რომ "ოქროს ბურთის" მიღების კანდიდატები იყვნენ ანდრეს ინიესტა და კრიშტიანო რონალდო.

აქვე გეტყვით, რომ მესიმ 2012 წელს ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელის, გერდ მიულერის რეკორდი გააუმჯობესა - წელიწადში 91 გოლი გაიტანა. თავის დროზე გერმანელმა წელიწადში 85 გოლი ჩაიწერა ანგარიშზე.
მკითხველის კომენტარები / 4 /
შობა-ახალ წელს მივულოცავ სპორტულ სამყაროს და სპორტის გულშემატკივრებს! თვალცრემლიანი ვუყურებდი მესის თავმდაბალ გამოსვლას, ფენომენალური ნიჭით დაჯილდოებულმა მესიმ ამ წარმატებებს ფეხბურთზე ასევე შეყვარებული ადამიანების დახმარებითა და თანადგომით მიაღწია, ადრეულ ასაკშივე დაამარცხა თანდაყოლილი დაავადება. საფეხბურთო სამყარო დღეს ტკბება მესის მიერ შემოთავაზებული სპექტაკლებით, მაგრამ მესის რეკორდები ბარსელონას, როგორც საფეხბურთო სისტემის დამსახურებაცაა.საქართველოში დღეს არის კი კლუბი, რომელიც ნიჭიერ ქართველ ახალგაზრდა ფეხბურთელებს აძლევს შანსს, ენდობა და პირველსავე ვარჯიშზე თავი თუ არ გამოავლინა, კლუბის კარებს მეორე დღესვე არ უხურავენ. რომელი კლუბს ყავს თანამედროვე ფეხბურთის შესაფერისი სტრატეგიით, ტაქტიკით და ფიზმომზადების სპეციალისტებით დაკომპლექტებული სპეციალისტთა გუნდი, რომელიც მოწინავე კლუბებთან თანამშრომლობს, რომ ახალგაზრდას წინსვლაში დაეხმაროს. ქართული კლუბები დღეს რაღაც უაზრო შედეგებზე არიან ორიენტირებული, ევროტურნირებში მონაწილეობა ტრანსფერის მიღებასთან ერთად ფეხბურთელების კარგ გუნდებში გაყიდვით უნდა ფასდებოდეს. ვითომ გუნდურ თამაშის დანერგვით ბავშვობიდანვე ცდილობენ ჩაკლან ინდივიდუალიზმი. ორი შეხებით მოედანზე თამაშმა რა შედეგებამდე მიგვიყვანა, ამას მგონი მხოლოდ გულშემატკივრები განვიცდით. ახალგაზრდა ფეხბურთელებს მოკრძალებულად ვურჩევდი: ფეხბურთის დღევანდელი ვარსკვლავების ცხოვრებაშიც ყოფილა დაბრკოლებები, მაგრამ თუ ფეხბურთი გიყვარს და ფეხბურთს ძირითადი ღირებულებების - უფლისა და სამშობლოს - სამსახურში ჩააყენებ, აუცილებლად გაიღება შენთვის დიდი საფეხბურთო სამყაროს კარი!
nuca
11:51 08-01-2013
0
ნუთუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა რომ ლეო მოიგებდა ოქროს ბურთს? 25 ისაა და უკვე ლეგენდაა.. უდიდესი უსამართლობა იქნება მან რომ მსოფლიო ვერ მოიგოს
albisete
11:34 08-01-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული