ლევან კობიაშვილისთვის ავადმოსაგონარი ვოლფგანგ შტარკი წლის საუკეთესო არბიტრებშია

AutoSharing Option
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ 2012 წლის საუკეთესო არბიტრთა სია გამოაქვეყნა.

პირველი ადგილი არავის დაუთმო პორტუგალიელმა პედრუ პროენსამ, რომელიც ევრო 2012-ის საფინალო მატჩს მსაჯობდა.

აღსანიშნავია, რომ ვოლფგანგ შტარკი, რომლის გამო გერმანიის საფეხბურთო კავშირის მიერ კობიაშვილი 2012 წლის მაისის აქეთ იყო დისკვალიფიცირებული შტარკის ვითომდა ფიზიკური შეურაცხყოფისთვის, წლის საუკეთესო არბიტრთა ხუთეულში მოხვდა.

სრული სია ასე გამოიყურება:

1. პედრუ პროენსა (პორტუგალია) - 174
2.ჯიუნეიტ ჩაკირი (თურქეთი) - 73
3. ჰოვარდ უები (ინგლისი) - 72
4. ვიქტორ კაშაი (უნგრეთი) - 50
5. ვოლფგანგ
შტარკი (გერმანია) - 40
6. რავშან ირმატოვი (უზბეკეთი) - 35
7. დამირ სკომინა (სლოვენია) - 26
8. ვილმარ როლდანი (კოლუმბია) - 20
9. ფელიქს ბრიხი (გერმანია) - 15
10-11. სტეფან ლანუა (საფრანგეთი) - 13
10-11. ნიკოლა რიცოლი (იტალია) - 13
12. მილორად მაზიჩი (სერბეთი) - 11
13. კარლოს ველასკო კარბალიო (ესპანეთი) - 8
14. მარკ კლეტენბურგი (ინგლისი) - 6
15. კარლოს ველა (ეკვადორი) - 5

ასევე იხილეთ:
ლევან კობიაშვილი: ამდენი თვის შემდეგ პირველად ვითამაშე. კარგი განცდა იყო
ლევან კობიაშვილი ბრუნდება! - ეს ფოტო ისტორიას ბარდება
გერმანია. ბუნდესლიგა. XVI ტური: დორტმუნდის "ბორუსიას" სკანდალური მარცხი [VIDEO]

ვოლფგანგ შტარკი: "ბორუსიას" კარში დანიშნული პენალტი და გაძევება - ჩემი შეცდომაა
ხორვატია განრისხდა: ვოლფგანგ შტარკმა გაგვაგდო!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული