"ნიუ იორკ რედ ბულსის" თავდამსხმელმა ტიერი ანრიმ განაცხადა, რომ ფეხბურთს კიდევ ორი წელი ითამაშებს.
მიმდინარე სეზონში ანრიმ 27 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 15 გოლი და 12 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
"კიდევ ორი წელი ვითამაშებ. მაშინ 37-ის გავხდები და ჩემს 20 წლის იუბილეს აღვნიშნავ. ამას წინათ ამის შესახებ რობერ პირესს ველაპარაკე.
ადვილი არაა ფეხბურთს თავი დაანებო, მაგრამ სხეული ამისკენ ლამისაა უკვე ყოველდღე გიბიძგებს.
რა თქმა უნდა ფეხბურთი ძალიან მომენატრება, მაგრამ ის მომენტი ყოველთვის დადგება, როცა უნდა გაჩერდე", - თქვა ანრიმ.
მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
15:24 19-01-2013
ტიერი ანრი: ფეხბურთს კიდევ ორი წელი ვითამაშებ
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული