ლუი ვან გაალი: პეპ გვარდიოლა ჩემს ფილოსოფიას ქადაგებს

AutoSharing Option
ჰოლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი მიიჩნევს, რომ "ბარსელონას" ყოფილი დამრიგებელი პეპ გვარდიოლა მისი საფეხბურთო ფილოსოფიის მიმდევარია.

შეგახსენებთ, რომ გვარდიოლა მომავალი სეზონიდან მიუნხენის "ბაიერნს" გაწვრთნის, რომელსაც თავის დროზე ჰოლანდიელი თავკაცობდა. 1997-2000 წლებში ვან გაალი "ბარსელონაში" მუშაობდა, გვარდიოლა კი მაშინ კატალონიურ კლუბში თამაშობდა.

"ბაიერნი" ფსონს ყოველთვის კარგ სპეციალისტებზე ჩამოდის. რაც შეეხება გვარდიოლას, ის ჩემს საფეხბურთო ფილოსოფიას ქადაგებს", - თქვა ვან გაალმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული