ვილიანი 35 მილიონ ევროდ "შახტარიდან" - "ანჟიში", ნაჩო მონრეალი - "არსენალში", ფერნანდო გაგო - სამშობლოში და სხვა

AutoSharing Option
31 იანვარს, ღამით, ევროპაში დასრულდა სატრანსფერო სეზონი. ტრადიციულად, ბოლო საათებში რამდენიმე მნიშვნელოვანი ტრანსფერი განხორციელდა

***
"ბარსელონამ" სეზონის ბოლომდე ამსტერდამის "აიაქსში" გაანათხოვრა 21 წლის ისააკ კვენკა.

***
"სტოკ სიტიში" აშშ-ის ნაკრების 22 წლის წევრი ბრეკ ში გადავიდა.

***
"იუვენტუსიდან" "ფენერბაჰჩეში" გადავიდა 27 წლის შვეიცარიელი რეტო ციგლერი.

***
მახაჭყალის "ანჟი" 35 მილიონ ევროს გადაუხდის "შახტარს" ბრაზილიელი ლეგიონერის, ვილიანის სანაცვლოდ.

***
"ფულჰემმა" "აიაქსისგან" სეზონის ბოლომდე ითხოვა ნახევარმცველი ეიონგ ენო.

***
"სტოკ სიტიმ", ბოლოს და ბოლოს, მაინც იყიდა "ბირმინგემის" მეკარე ჯეკ ბატლენდი 4,6 მილიონ
ევროდ.

***
ალუ დიარა "ვესტ ჰემმა" "რენში" გაანათხოვრა.

***
მილანის "ინტერმა" "ატალანტას" ესეკილ სკელეტო დაიმატა, მარკო ლივაია კი ამ გუნდში იჯარით გაუშვა. მილანელებმა "ლაციოს" მეკარე ხუან კარლოს კარისო იჯარით დაიმატეს.

***
"ველეს სარსფილდმა" "ვალენსიას" არგენტინელი ნახევარმცველი ფერნანდო გაგო ითხოვა.

***
"მალაგას" მცველი ნაჩო მონრეალი "არსენალში" წავიდა. სამაგიეროდ, "მალაგამ" ჩილელი პედრო მორალეში დაიმატა.

***
"მილანმა" "ბრეშადან" ნახევარმცველი ბარტოშ სალომონი დაიმატა.

***
პსჟ-ის მოჰამედ სისოკო არენდით "ფიორენტინაში" გადავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დევიდ ბექჰემი კარიერას "პარი სენ-ჟერმენში" გააგრძელებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული