ლუის ვან გაალი: ვითამაშეთ კარგად, ჰოლანდიურ სტილში

AutoSharing Option
იტალიელმა მარკო ვერატიმ ამსტერდამში მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე გაიტანა გოლი და ლუის ვან გაალის ჰოლანდიის ნაკრებს მოგება ხელიდან გამოგლიჯა - 1:1.

თამაშის შემდეგ ვან გაალი დაღონებული იყო, თუმცა თავისი ფეხბურთელები მაინც არ გაუკრიტიკებია:

"დღეს ჩეზარე პრანდელიმ მოულოდნელად 4-4-2 ტაქტიკა შემოგვთავაზა და ჩვენ დროულად ვერ გადავეწყვეთ. მართალია, დერილ იანმაატი ნახევარდაცვაში გადავიდა, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება დავაგვიანე. დღეს კარგად ვითამაშეთ. ბევრი შანსი გვქონდა, შეგვეძლო 2:0-იც გაგვეხადა. ეს იყო ჰოლანდიური სკოლის გუნდის კარგი თამაში. მომავალში ლენსს შეტევაში დიდხანს მოუწევს თამაში, რადგან ის ძალიან ნიჭიერი
ფეხბურთელია. მან კარგად გამოიყენა ჰუნტელაარის არყოფნა"
.

ასევე იხილეთ:
ჯანლუიჯი ბუფონი: ჰოლანდიის ნაკრებთან თამაში რთული იყო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული