MLS. რეგულარული სეზონი: ვონდოს პირველი გოლი

AutoSharing Option
აშშ-ის მთავარი საფეხბურთო ლიგის მეორე ტური გამოტოვეს ჩემპიონმა "ლოს ანჯელეს გელექსიმ", "სიეტლს საუნდერსმა" და შარშანდელმა ფინალისტმა "ჰიუსტონ დინამომ" – სამივე გუნდი კონკაკაფის ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობდა. ეს ეტაპი სამიდან ორმა გადალახა – "გელექსი" და "საუნდერსი" 1/2-ფინალში გავიდნენ, აი, "დინამომ" მექსიკურ "სანტოს ლაგუნასთან" საპასუხო მატჩი 0:3 წააგო და ტურნირს გამოეთიშა.

ტურნირის 1/2-ფინალში ორი მექსიკური ("სანტოს ლაგუნა" და "მონტერეი") და ორიც აშშ-ის გუნდი გავიდა.

MLS-ში კი პირველი თამაში მოიგო "სან ხოსე ერთქვეიქსმა", რომელიც ასევე ერთ-ერთ ფავორიტ "ნიუ იორკ რედ ბულსს" მასპინძლობდა. სტუმართა რიგებში
ტიერი ანრიმ
და ტიმ კეჰილმა ითამაშეს, მაგრამ მარცხი თავიდან ვერ აიცილეს. გადამწყვეტი გოლი წინა სეზონის საუკეთესო ბომბარდირმა კრის ვონდოლოვსკიმ პენალტით გაიტანა.

ორ-ორი გამარჯვებით კონფერენციებს სათავეში კანადური კლუბები, "მონრეალი" და "ვანკუვერი" ჩაუდგნენ. "ვანკუვერმა" საკუთარ მოედანზე "კოლამბუსს", შოტლანდიელი კენი მილერის გოლის წყალობით მოუგო, "მონრეალმა" კი გასვლაზე "პორტლენდს" სძლია, რაც ნამდვილად საამაყო საქმეა, რადგან ამ გუნდის სტუმრად დამარცხება არც ისე იოლია.

სტუმართა რიგებში კვლავ ითამაშეს ალესანდრო ნესტამ, მატეო ფერარიმ, ანდრეა პიზანუმ და მარკო დი ვაიომ.

პირველი მატჩი ჩაატარა "ნიუ ინგლენდ რევოლუშენმა" და ჰონდურასელი ჯერი ბენგტსონის გოლით "ჩიკაგო ფაიერს" მოუგო.

MLS. რეგულარული სეზონი. II ტური.

ტორონტო-კანზას სიტი 2:1
გოლები: 1:0 ერნშოუ (3), 2:0 ერნშოუ (21-პენ), 2:1 ბილერი (77).

DC იუნაიტედი-სოლტ ლეიკი 1:0
გოლი: 1:0 პახოი (60).

ვანკუვერი-კოლამბუსი 2:1
გოლები: 1:0 კობაიაში (6), 1:1 არიეტა (46), 2:1 კ. მილერი (57).

ჩიკაგო-ნიუ ინგლენდი 0:1
გოლი: 0:1 ბენგტსონი (62).
პორტლენდი-მონრეალი 1:2
გოლები: 0:1 კამარა (31), 0:2 მარტინში (60), 1:2 რ. ჯონსონი (80).

კოლორადო-ფილადელფია 1:2
გოლები: 0:1 ოკუგო (34), 1:1 ჯ. სმიტი (69), 1:2 მაკინერნი (79).

ჩივასი-დალასი 3:1
გოლები: 0:1 დ. ფერეირა (57), 1:1 აგუდელო (68), 2:1 მინდა (76), 3:1 ჯ. კასილიასი (90).

სან ხოსე-ნიუ იორკი 2:1
გოლები: 0:1 ალექსანდერი (17), 1:1 ჯენი (83), 2:1 ვონდოლოვსკი (90-პენ).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
MLS: ჩემპიონმა ჩემპიონურად დაიწყო
მკითხველის კომენტარები / 2 /
კომენტარი*
Gvantsa
10:47 15-03-2013
0
კომენტარი*
Gvantsa
10:46 15-03-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული