შეხვედრა ძალიან დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. კარგი მატჩი ჩაატარა კრისტიან ერიკსენმა, რომელმაც ერთი გოლი გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა. ასევე გამორჩეული იყო ჯერმეინ ლენსი, თუმცა მისმა დუბლმა მასპინძლებს ვერ უშველა.
"აიაქსი" ორჯერ, 33-ე და 52-ე წუთებზე დაწინაურდა, მაგრამ მასპინძლებმა ანგარიში ორივეჯერ გაათანაბრეს, თუმცა 77-ე წუთზე დირკ ბურიხტერის გოლს ვეღარ უპასუხეს და უმნიშვნელოვანესი თამაში წააგეს.
სეზონის დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი და "აიაქსი"
მეორე ადგილზე კი "ვიტესია", რომელმაც 3 ქულა საოცარ ვითარებაში დაკარგა. მერაბ ჟორდანიას გუნდი 3:0-ს იგებდა, მაგრამ "მოახერხა" და 27 წუთში "როდას" 3 გოლი გაატანინა. სანჰარიბ მალკის და ფრანკ დემუგის გოლების შემდეგ ანგარიში 95-ე წუთზე მიტჩელ დონალდმა გაათანაბრა და სტუმრები მხოლოდ ქულას დააჯერა.
ვერ მოიგო "ფეიენოორდმაც", ვინც გასვლაზე "ვაალვაიკს" დაუზავდა და მეოთხე ადგილზე დარჩა. როტერდამელები მომდევნო ტურში "ვიტესს" მასპინძლობენ და გამარჯვების შემთხვევაში გურამ კაშიას გუნდს გადაასწრებენ.
მართალია, არნემელებმა ძალიან მნიშვნელოვანი ქულები დაკარგეს, მაგრამ გუნდი მეორე ადგილზეა, რაც ჩემპიონთა ლიგის საგზურს იძლევა და თუ ამ პოზიციას შეინარჩუნებს, ესეც ძალიან დიდი წარმატება იქნება, რადგან სეზონის დაწყების წინ "ვიტესისგან" მეორე ადგილის დაკავებას ვერავინ წარმოიდგენდა.
ჩემპიონობისთვის ბრძოლას რაც შეეხება: ამ ტურში დაფიქსირებული შედეგების შემდეგ "აიაქსი" გამოკვეთილი ფავორიტია - ახლა ყველაფერი ფრანკ დე ბურის გუნდის ხელშია.
"ჰერენვენი", "ბრედა", "ვილემ II" და "გრონინგენი" - აი, იმ მეტოქეთა ჩამონათვალი, ვისაც "აიაქსი" დარჩენილ ტურებში ხვდება.
ვფიქრობთ, თუ სასწაული არ მოხდა, "აიაქსი" ზედიზედ მესამედ გახდება ჰოლანდიის ჩემპიონი. ჩემპიონთა ლიგის საგზურის ბედი კი დიდწილად "ფეიენოორდის" და "ვიტესის" როტერდამული შეხვედრის საბოლოო შედეგზე იქნება დამოკიდებული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"