მატჩის განმავლობაში უპირატესობას დიკ ადვოკაატის შეგირდები ფლობდნენ, მაგრამ ბევრი რამ პირველ 14 წუთში გადაწყდა, როდესაც შოთა არველაძის ყოფილმა კლუბმა ორი გოლი გაიტანა. ანგარიში მე-12 წუთზე ადამ მაჰერმა გახსნა, ზუსტად ორ წუთში კი თავი ჯოზი ალტიდორმა გამოიჩინა.
ლიდერების კარგი თამაშის წყალობით, გერკ ვერბეეკის სამწყსომ დიდი უპირატესობა მიიღო, რომელიც მატჩის ბოლომდე შეინარჩუნა.
აქვე აღვნიშნოთ, რომ ფინალში ძმების დაპირისპირება შედგა, რომელიც უმცროსის და ნაკლებად ცნობილის გამარჯვებით დასრულდა - 20 წლის ჯილიანო ვეინალდუმმა 22 წლის ჟორჟინიო ვეინალდუმს აჯობა და კარიერაში პირველი ტიტული მოიპოვა.
ჰოლანდიის თასი. ფინალი
ალკმაარი-პსვ 2:1
გოლები: 1:0 მაჰერი (12), 2:0 ალტიდორი (14), 2:1 ლოკადია (31).
ალკმაარი (4-3-3): ალვარადო - მარსელისი (67. მ. იოჰანსონი), რეინენი, ვირგევერი, ჯ. ვეინალდუმი - მ. ჰენრიკსენი, მაჰერი, ვ. ელმი - ბეერენსი, გუდმუნდსონი (74. ბერგუისი), ალტიდორი (88. ა. იოჰანსონი)
პსვ ეინდჰოვენი (4-3-3): ვატერმანი - ჰატჩინსონი, მარსელო, ბოუმა (79. მატავჟი), ვილემსი - ვან ბომელი, ტოივონენი (68. ჟ. ვეინალდუმი), სტროოტმანი - ლენსი, მერტენსი (85. დეპეი), ლოკადია.
გაფრთხილება: ჯ. ვეინალდუმი, ალტიდორი (ალკ)
მაყურებელი: 50 000
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"