კლუბი 2013 წლის 21 მაისს დაარსდა და მისი მფლობელები "მანჩესტერ სიტი" და ბეისბოლის კლუბი "ნიუ იორკ იანკისი" არიან. "ნიუ იორკ სიტი" გახდება პირველი კლუბი, რომელიც უშუალოდ ქალაქ ნიუ იორკში მდებარეობს, რადგან "ნიუ იორკ რედ ბულსი" ნიუ ჯერსის ბინადარია.
ახალი საფეხბურთო კლუბის პირველი თანამშრომელი გახდა "მანჩესტერ სიტის" და აშშ-ის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი კლაუდიო რეინა, რომელიც სპორტული ოპერაციების დირექტორად დაინიშნა. რეინა,
"ეს სამსახური ჩემთვის იდეალურია, რადგან მე აშშ-ის ნაკრების და "მანჩესტერ სიტის" ყოფილი ფეხბურთელი ვარ. ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ისევ მაქვს კავშირი "სიტისთან", რომელიც მუდამ ჩემს გულში იყო. იმის გათვალისწინებით, რომ ნიუ იორკში ფეხბურთის უამრავი მოყვარული ცხოვრობს და აქ ბევრი სპონსორის შოვნა შეიძლება, ჩვენი გუნდის საქმე ნამდვილად კარგად იქნება. ის ფაქტი, რომ "ნიუ იორკ სიტის" პარტნიორი "იანკისი" გახლავთ, უკვე წარმატების საწინდარია," – განაცხადა რეინამ.
აქვე გეტყვით, რომ გუნდის შესაძენად "მანჩესტერ სიტიმ" და "იანკისმა" 100 მილიონი დოლარი გადაიხადეს. აქედან თანხის უდიდესი ნაწილი "სიტიმ" გაიღო, შესაბამისად, საკონტროლო პაკეტის მფლობელიც სწორედ მანჩესტერული გუნდია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"