გადამფრენი მწვრთნელების სეზონი

AutoSharing Option
ევროპის ტოპ-4 პირველობაზე ამ სეზონში 45 სამწვრთნელო ცვლილება განხორციელდა, თუმცა რიცხვზე უფრო მთავარი ხარისხია - ეს ზაფხული მნიშვნელოვნად შეცვლის ძალთა გადანაწილებას ევროპულ ფეხბურთში, რადგან ტოპ-მწვრთნელების სერიოზული სეზონური მიგრაცია დაიწყო...

სეზონის გახსნა
ვინ, თუ არა "პალერმოს" ოდიოზური პრეზიდენტი მაურიციო ძამპარინი?! გასულ სეზონში პირველი მწვრთნელი (აქ და მერე მხოლოდ ევროპული ლიგების ტოპ-ოთხეულს ვგულისხმობთ) მან დაითხოვა: ჩემპიონატის დაწყებიდან 35-ე დღეს(!) მან კარზე მიუთითა ჯუზეპე სანინოს, რომელსაც კიდევ ვახსენებთ ჩვენს წერილში, ისევე, როგორც ძამპარინის. ერთ თვეში ესტაფეტა "ვოლფსბურგმა" გადაიბარა, სადაც "რკინის" ფელიქს მაგათი მოხსნეს...

კითხვის ნიშნების მაგივრად

ევროპული ფეხბურთის ამინდს მაინც რამდენიმე გრანდი ქმნის და სწორედ ამ გრანდებში ხდება ცვლილებები. ასე რომ, გაისად ბევრი რამ შეიცვლება. ჯერ უბრალოდ ჩამოვთვლით კლუბებს, სადაც ახალი მწვრთნელები დაიწყებენ: "რეალი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ბაიერნი", "ჩელსი", "ნაპოლი", "ვერდერი", "მალაგა", "ინტერი"! გარდა ამისა, დიდი ალბათობით, იგივე ელით "მილანს", "რომას"; ხმები დაირხა - "ბარსელონასაცო"...

წარმოიდგინეთ, ევროპის ტოპ-კლუბების კარგა დიდი ნაწილი ძირეულად შეიცვლის ბევრ რამეს, ზოგჯერ თამაშის სტილსაც კი. ბუნებრივია, ეს საინტერესო ძალთა გადაადგილებას გვპირდება მომავალი სეზონისთვის. ასე რომ, მთავარია, ქვემოთ ცხრილში კითხვის ნიშნების მაგივრად, სპეციალისტების გვარები ჩაიწერება.

ყველას გვაინტერესებს, როგორი იქნება პოსტმოურინიოსეული მადრიდის "რეალი", ან (თუ ეს ტრანსფერი შედგა) ჟოზეს "ჩელსი II". რას იზამს "ინტერში" ვალტერ მაცარი, როგორ მოერგება "ნაპოლის" სამხრეთულ ტემპერამენტს რაფა ბენიტესი, როგორ გაართმევს თავს "მანჩესტერ იუნაიტედში" სერ ალექსის უზარმაზარ მემკვიდრეობას დევიდ მოიესი, როგორ შეძლებს იუპ ჰაინკესის მიერ მწვერვალზე აყვანილი "ბაიერნის" გაძღოლას პეპ გვარდიოლა. დაგვეთანხმებით, ერთმანეთზე საინტერესო კითხვებია.

გიჟთან საქმე არ უნდა დაიჭირო
ძამპარინი მართლაც რეკორდსმენია: პრეზიდენტმა მარტო ის არ იკმარა, რომ მწვრთნელი სეზონის დაწყებიდან ერთ თვეში მოისროლა. საქმე ისაა, რომ "პალერმომ" სეზონი სწორედ იმავე ჯუზეპე სანინოსთან ერთად ჩაამთავრა, სეზონის დასაწყისში მოხსნილი, ბოლოსკენ დააბრუნეს. საბრალო სიცილიურ კლუბს (ის სერია B-ში გავარდა) სეზონის შუაშიც ბევრი უცნაურობა დამართა უცნაურმა პრეზიდენტმა:

სანინო ჯან პიერო გასპერინიმ შეცვალა, რომელსაც კარზე თებერვალში მიუთითეს, ვინც ალბერტო მალეზანიმ შეცვალა. მალეზანიმ პოსტზე 20 დღე გაძლო და ძამპარინიმ ის 20 დღის წინათ გაგდებული გასპერინით შეცვალა! უთავმოყვარეო მწვრთნელს ძამპარინი კიდევ ერთხელ, უკვე 15 დღეში დაემშვიდობა და სეზონის დასაწყისში გაგდებული სანინო დააბრუნა. ვფიქრობთ, ეს კაცი გინესის რეკორდების წიგნშია შესაყვანი.

ქუდბედიანი მანჩინი
რობერტო მანჩინი შესაძლოა, ტოპ-მწვრთნელი არ არის (თუმცა კარგი სპეციალისტია უთუოდ), მაგრამ კონტრაქტის შედგენა ნამდვილად ყველაზე კარგად უწყის. ის უკვე აღარ იყო "ინტერში", როცა მაინც ყველაზე მაღალანაზღაურებად მწვრთნელად ითვლებოდა მსოფლიოში. ახლაც, მართალია, იტალიელი "მანჩესტერ სიტიმ" გაუშვა, მაგრამ მისთვის 33 მილიონი ევროს კომპენსაციის გადახდა მოუწევს. მანჩინის უდარდელად შეუძლია იყოს, თუმცა ჰორიზონტზე კიდევ ერთი "ფულის მუთაქა" კლუბი გამოჩნდა - "მონაკო" და დარწმუნებული ვართ, თუ შანსი მიეცა, იტალიელი ამასაც გამოიყენებს.

ლა ლიგა
თარ. მწვრთნელი გუნდი მიზეზი შემცვლელი
26 ნოემ. მაურისიო პოჩეტინო ესპანიოლი შეთანხმება ხავიერ აგირე
1 დეკ. მაურისიო პელეგრინო ვალენსია მოხსნეს ერნესტო ვალვერდე
30 დეკ. ხოსე ოლტრა დეპორტივო მოხსნეს დომინგოს პასიენსია
14 იან. მიჩელი სევილია მოხსნეს უნაი ემერი
30 იან. ხუან ანკელა გრანადა მოხსნეს ლუკას ალკარასი
4 თებ. ხოაკინ კაპაროსი მალიორკა მოხსნეს გრეგორიო მანსანო
11 თებ. დომინგოს პასიენსია დეპორტივო შეთანხმება ფერნანდო ვასკესი
18 თებ. პაკო ერერა სელტა მოხსნეს აბელ რესინო
1 ივნ. ჟოზე მოურინიო რეალი შეთანხმება ?
1 ივნ. მანუელ პელეგრინი მალაგა შეთანხმება ?
1 ივნ. ფილიპ მონტანიე სოსიედადი შეთანხმება ?

პრემიერლიგა
21 ნოემ რობერტო დი მატეო ჩელსი მოხსნეს რაფაელ ბენიტესი
23 ნოემ მარკ ჰიუზი ქპრ მოხსნეს ჰარი რედნაპი
18 იან ნაიჯელ ედკინსი საუთჰემპტ. მოხსნეს მაურისიო პოჩეტინო
11 მარ ბრაიან მაკდერმოტი რედინგი მოხსნეს ნაიჯელ ედკინსი
30 მარ მარტინ ონილი სანდერლენდი მოხსნეს პაულო დი კანიო
13 მაი რობერტო მანჩინი სიტი მოხსნეს ბრაიან კიდი (დრ.)
19 მაი რაფაელ ბენიტესი ჩელსი შეთანხმება ?
19 მაი ალექს ფერგიუსონი იუნაიტედი პენსია დევიდ მოიესი
19 მაი დევიდ მოიესი ევერტონი შეთანხმება ?
28 მაი რობერტო მარტინესი უიგანი შეთანხმება ?

ბუნდესლიგა
25 ოქტ ფელიქს მაგათი ვოლფსბურგი შეთანხმება დიტერ ჰეკინგი
3 დეკ მარკუს ბაბელი ჰოფენჰაიმი მოხსნეს მარკო კურცი
16 დეკ ჰუუბ სტევენსი შალკე მოხსნეს იენს კელერი
22 დეკ დიტერ ჰეკინჰგი ნიურნბერგი შეთანხმება მიხაელ ვაიზინგერი
20 თებ მაიკ ბიუსკენსი ფიურტი მოხსნეს ფრანკ კრამერი
2 აპრ მარკო კურცი ჰოფენჰაიმი მოხსნეს მარკუს გისდოლი
15 მაი თომას შააფი ვერდერი შეთანხმება ვოლფგანგ როლფი (დრ)
18 მაი იუპ ჰაინკესი ბაიერნი შეთანხმება ხოსეპ გვარდიოლა
27 მაი ვოლფგან როლფი (დრ) ვერდერი შეთანხმება რობინ დუტი
27 მაი ნორბერტ მაიერი ფორტუნა შეთანხმება ?

სერია A
16 სექტ ჯუზეპე სანინო პალერმო მოხსნეს ჯან პიერო გასპერინი
2 ოქტ დომენიკო დი კარლო კიევო მოხსნეს ეუგენიო კორინი
2 ოქტ მასიმო ფიკადენტი კალიარი მოხსნეს ივო პულგა
22 ოქტ ლუიჯი დე კანიო ჯენოა მოხსნეს ლუიჯი დელნერი
18 ნოემ ჯოვანი სტროპა პესკარა გადადგა კრისტიანო ბერგოდი
17 დეკ სერსე კოსმი სიენა მოხსნეს ჯუზეპე იაკინი
17 დეკ ჩირო ფერარა სამპდორია მოხსნეს დელიო როსი
21 იან ლუიჯი დელნერი ჯენოა მოხსნეს დავიდე ბალარდინი
2 თებ ზდენეკ ზემანი რომა მოხსნეს აურელიო ანდრეაცოლი
4 თებ ჯან პიერო გასპერინი პალერმო მოხსნეს ალბერტო მალეზანი
24 თებ ალბერტო მალეზანი პალერმო მოხსნეს ჯან პიერო გასპერინი
3 მარ კრისტიან ბერგოდი პესკარა მოხსნეს კრისტიან ბუჩი
11 მარ ჯან პიერო გასპერინი პალერმო შეთანხმება ჯუზეპე სანინო
19 მაი ვალტერ მაცარი ნაპოლი შეთანხმება რაფაელ ბენიტესი
25 მაი ანდრეა სტრამაჩონი ინტერი მოხსნეს ვალტერ მაცარი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული