გუუს ჰიდინკი კიდევ ერთი წლით "ანჟიში" დარჩა

AutoSharing Option
ჰოლანდიელი გუუს ჰიდინკის სავარაუდო გადასვლა "პარი სენ-ჟერმენში" ჭორად დარჩა, საფრანგეთში 66 წლის სპეციალისტს არ ვიხილავთ.

ჰიდინკმა მახაჭყალის "ანჟისთან" კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა ხელშეკრულება.

"ორივე მხარე ყველაფერზე შეთანხმდა, მე ძალიან მოხარული ვარ", - დაწერა "ტვიტერზე" "ანჟის" ბორდის შეფმა კონსტანტინ რემჩიუკოვმა.

ჰოლანდიელი 2012 წლის თებერვლიდან წვრთნის დაღესტნურ კლუბს. მას ჯერ პენსიაზე გასვლა ჰქონდა გადაწყვეტილი, შემდეგ კი ხმები დაირხა, "რეალში" წასასვლელად გამზადებულ კარლო ანჩელოტის შეცვლის პარიზულ კლუბშიო.

ასევე იხილეთ:
"პარი სენ-ჟერმენში" კარლო ანჩელოტის ჩანაცვლება გუუს ჰიდინკით სურთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული