"მანჩესტერ სიტიში" ყველაზე მაღალი ხელფასებია!

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტიმ" გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიც კი ვერ გადალახა, მაგრამ არის ერთი რეიტინგი, რომელშიც ეს ინგლისური კლუბი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, პირველ ადგილზეა. ალბათ მიხვდით, რომ საქმე ფინანსებს, ფულს ეხება; უფრო კონკრეტულად: ხელფასებს!

"სიტის" ერთი ფეხბურთელი წელიწადში საშუალოდ 6.18 მილიონ ევროს იღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სამირ ნასრის, ედინ ჯეკოსა და სხვა ვარსკვლავების გუნდში, რომელსაც შეიხები აფინანსებენ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ყველაზე მაღალი ხელფასებია!

სტატისტიკის ანალიტიკურმა ფირმა Sportingintelligence-მა სპორტის სხვადასხვა სახეობის 278 გუნდის თითოეული სპორტსმენის ჯამაგირები შეაჯ
ამა და გამოთვალა, რამდენია ამა თუ იმ გუნდში საშუალო ანაზღაურება და "მანჩესტერ სიტი" სწორედ ამ რეიტინგის სათავეში მოექცა.

შესაძლოა, ბევრს გაუკვირდეს ის, რომ მეორე ადგილზე ბეისბოლის გუნდი "ლოს ანჯელეს დოჯერსია", რომელიც თავის ვარსკვლავებს წელიწადში საშუალოდ 5.72 მილიონ ევროს უხდის. აღსანიშნავია, რომ სანამ ამ გუნდს კალათბურთის ლეგენდა მეჯიქ ჯონსონი ჩაიბარებდა და ინვესტორები დააფინანსებდნენ, "ლოს ანჯელეს დოჯერსი" ხსენებულ რეიტინგში 69-ე ადგილზე იყო.

სხვა მხრივ, რეიტინგის ტოპ-ათეულში საფეხბურთო კლუბები დომინირებენ. "სიტის" გარდა, ათეულში კიდევ ექვსი ევროპული საფეხბურთო გრანდია. მესამე ადგილზე მადრიდის "რეალია" (5.56 მილიონი), მეოთხეზე - "ბარსელონა" (5.53 მილიონი) და ხუთეულს ბეისბოლის სუპერგრანდი "ნიუ იორკ იანკისი" ხურავს (5.48 მილიონი).

მიუხედავად ბოლოდროინდელი წარუმატებლობებისა, კარგი ხელფასებია "მილანშიც" (მე-6 ადგილი, ფეხბურთელზე საშუალოდ 5.01 მილიონი ევრო წელიწადში). NBA-დან ათეულში ერთადერთი გუნდი, "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" მოხვდა (4.82 მილიონი). აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ მიუნხენის "ბაიერნში" ერთი ფეხბურთელის ხელფასი საშუალოდ 4.71 მილიონი ევროა და ამ შედეგით რეკორდმაისტერი მე-9 ადგილზეა. ბოლოდროინდელი წარუმატებლობების ფონზე, რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ათეულს მილანის "ინტერი" ხურავს...

გუნდი ლიგა საშ. ხელფასი წელიწადში
1. მანჩესტერ სიტი პრემიერლიგა 6.18 მლნ
2. ლოს ანჯელეს დოჯერსი MLB 5.72
3. რეალი ლა ლიგა 5.56
4. ბარსელონა ლა ლიგა 5.53
5. ნიუ იორკ იანკისი MLB 5.48
6. მილანი სერია A 5.01
7. ლოს ანჯელეს ლეიკერსი NBA 4.82
8. ჩელსი პრემიერლიგა 4.78
9. ბაიერნი ბუნდესლიგა 4.73
10. ინტერი სერია A 4.72

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული