ესპანეთი-ურუგვაი 2:1 - ვისენტე დელ ბოსკე კმაყოფილია [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ესპანეთის ნაკრებმა ბრაზილიაში მიმდინარე კონფედერაციის თასზე გამოსვლა წარმატებით დაიწყო.

ვისენტე დელ ბოსკეს გუნდმა 16 ივნისს, ჯგუფური ტურნირის პირველ ტურში ურუგვაის ეროვნულ გუნდს ანგარიშით 2:1 მოუგო.

ანგარიში მე-20 წუთზე პედრო როდრიგესმა კუთხურიდან მოწოდების შემდეგ გახსნა. შესვენებამდე რობერტო სოლდადომ ანგარიში ორამდე გაზარდა. სამხრეთ ამერიკის ჩემპიონებმა მეორე ტაიმში მხოლოდ ერთი ბურთის გაქვითვა შეძლეს - 88-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით ლუის სუარესი გამოირჩა.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge


მატჩის შემდეგ ესპანელთა თავკაცი კმაყოფილი იყო.

"კარგი თამაში გამოვიდა. შეიძლება ითქვას, მთელი
მატჩის განმავლობაში ჩვენ ვდომინირებდით.

მატჩის ბოლოსკენ, მეტოქის გოლის შემდეგ, ცოტა კი დავიძაბეთ, თუმცა ვფიქრობ, ეს არ უნდა მომხდარიყო.

ჩვენი ფეხბურთელები ნერვიულობდნენ, რაც იმის ბრალი იყო, რომ თავად გაუშვეს ხელიდან მეტოქის კარის აღების რამდენიმე კარგი შანსი.

საბოლოო ჯამში, ანგარიშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ უფრო მეტად ჩვენი გუნდის კარგი თამაში მახარებს",
- თქვა დელ ბოსკემ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული