მარიო ბალოტელი: ეს რა უცნაური წესია!

AutoSharing Option
კონფედერაციათა თასის პირველი ტურის მატჩში იტალიის ნაკრებმა მარიო ბალოტელის გოლის წყალობით დაამარცხა მექსიკა - 2:1.

გოლი იტალიელთა უცნაურმა ლიდერმა ჩვეულებისამებრ, მაისურის გახდით აღნიშნა და ყვითელი ბარათიც ჩვეულებისამებრ მიიღო.

ახლა ბალოტელი ჩადენილ საქციელს ნანობს, რადგან მომდევნო ყვითელი ბარათი მას შეხვედრას გამოატოვებინებს. ის ამტკიცებს, რომ არ იცოდა ამ წესის შესახებ:

"არ ვიცოდი, თუ ამ ტურნირზე ორი ყვითელი ბარათი დისკვალიფიკაციას უდრის. ეს რა უცნაური წესია! რა თქმა უნდა, შემდეგ გოლზე ფრთხილად ვიქნები და მაისურს აღარ გავიძრობ", - განაცხადა სუპერმარიომ.

ასევე იხილეთ:
-fekhburthi/skhvadaskhva/50942-italia-meqsika-21-superpirlo-videogalerea.html" target="_blank">იტალია-მექსიკა 2:1 - სუპერპირლო [VIDEO]
ანდრეა პირლო: ბრაზილიაში უკვე შემარქვეს პირლინიო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული