ანდრეა პირლო: ბრაზილიაში უკვე შემარქვეს პირლინიო

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების ჰავბეკმა ანდრეა პირლომ, რომელმაც ბრაზილიაში მიმდინარე კონფედერაციათა თასზე მექსიკის ნაკრებს შთამბეჭდავი გოლი გაუტანა, ბრაზილიელ გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"სკუადრა აძურამ" ტურნირი გამარჯვებით დაიწყო - 16 ივნისს მექსიკელებს ანგარიშით 2:1 სძლია. მატჩში პირველი გოლი სწორედ პირლომ გაიტანა, რომელმაც მეტოქის კარში ბურთი საჯარიმოდან ჩაახვია.

აღსანიშნავია, რომ პირლოსთვის ეს შეხვედრა ეროვნული გუნდის მაისურით საიუბილეო - მე-100 იყო.

თავად ანდრეამ მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ დარტყმის შესრულებისას ესმოდა, როგორ სკანდირებდნენ ტრიბუნებზე გულშემატკივრები მის გვარს.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge


"ძალიან მსიამოვნებს, რომ აქ ბრაზილიელ ჩემპიონებს მადარებენ.
გულშემატკივრებმა უკვე შემარქვეს პირლინიო.

უბრალოდ, საოცრებაა, რომ მეასე მატჩი ვითამაშე და ის "მარაკანაზე" გატანილი გოლით აღვ
ნიშნე. ეს ისაა, რაზეც მხოლოდ ბავშვობაში შეიძლებოდა მეოცნება.

საჯარიმოდან დარტყმა გამომივიდა. ძალიან გახარებული ვარ გამარჯვებისა და იმის გამო, რომ გულშემატკივარი გავაბედნიერე",
- თქვა პირლომ.

იტალია-მექსიკის მატჩის გმირი მიიჩნევს, რომ მეტის გატანაც შეეძლო.

"წესით, დღეს მეტი უნდა გამეტანა, მაგრამ პირველ ჯერზე, როდესაც ბურთის "კედელში" გაძვრენა მოვინდომე, ჩემივე თანაგუნდელები გადამეღობნენ, მეორედ კი მცირედით ავაცილე.

ასეთ სიცხეში თამაში ჩვენთვის იოლი არ იყო, მაგრამ ტურნირზე პირველი მატჩი ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია და მიღწეული წარმატება თავდაჯერებულს გხდის",
- აქვეყნებს იტალიელი ნახევარმცველის ნათქვამს Football Italia.

ასევე იხილეთ:
იტალია-მექსიკა 2:1 - სუპერპირლო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული