ბრაზილიელების აზრით, ეს ყველაფერი მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახა, რადგან ქვეყანაში უკვე გაძვირდა სამოქალაქო ტრანსპორტი. ბრაზილიაში, ქვეყნის დედაქალაქში, ქუჩაში გამოსულებმა 200-მდე საბურავი დაწვეს და მანე გარინჩას სახელობის სტადიონისკენ მიმავალი მთავარი გზა გადაკეტეს.
რიო დე ჟანეიროში ქუჩაში ორი ათასი, სან პაულოში კი 5 000-მდე ადამიანი გამოვიდა.
პოლიციამ, მხოლოდ სან პაულოში, 40-მდე დემონსტრანტი დააკავა.