პროტესტი კონფედერაციათა თასს: თქვენ გაგვიძვირეთ ცხოვრება!

AutoSharing Option
ბრაზილიის სამ დიდ ქალაქში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოსახლეობა კონფედერაციათა თასის გამართვას, კერძომ იმ გაზრდილ თანხებს აპროტესტებს, რომელიც ტურნირის ჩატარებისთვის დაიხარჯა.

ბრაზილიელების აზრით, ეს ყველაფერი მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახა, რადგან ქვეყანაში უკვე გაძვირდა სამოქალაქო ტრანსპორტი. ბრაზილიაში, ქვეყნის დედაქალაქში, ქუჩაში გამოსულებმა 200-მდე საბურავი დაწვეს და მანე გარინჩას სახელობის სტადიონისკენ მიმავალი მთავარი გზა გადაკეტეს.

რიო დე ჟანეიროში ქუჩაში ორი ათასი, სან პაულოში კი 5 000-მდე ადამიანი გამოვიდა.

პოლიციამ, მხოლოდ სან პაულოში, 40-მდე დემონსტრანტი დააკავა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული