83 - სხვადასხვა ნაკრებს აქვს მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ნათამაშები. 1977 წლიდან მოყოლებული, 18 გათამაშებაში 80-მა გუნდმა ითამაშა, წლევანდელ მუნდიალზე კი დებიუტი კუბას, სალვადორს და საბერძნეთს ექნებათ.
მონაწილეთაგან მხოლოდ სამს, პორტუგალიას (1989, 1991), განას (2009) და ესპანეთს (1999) აქვთ 20-წლამდელთა ჩემპიონატი მოგებული. ასევე, თურქეთი 2013 იქნება ზედიზედ მესამე მუნდიალი, სადაც წინა ტურნირის გამარჯვებული არ ითამაშებს - 2011 წლის
40 - თურქეთში 40 ფეხბურთელს ექნება შანსი, რომ ფიფას მიერ ორგანიზებული ტურნირის ფინალურ ეტაპზე მინიმუმ მეორედ ითამაშოს. აქედან 14 მოთამაშე მეორედ უშუალოდ 20-წლამდელთა მუნდიალზე იასპარეზებს. ახალი ზელანდიის და ნიგერიის რიგებში სამი ისეთი ფეხბურთელია, ვინც 2011 წელს კოლუმბიაში გამართულ ტურნირზე მონაწილეობდა. ნიგერიელთა სამივე ფეხბურთელმა წინა ტურნირზე გოლები გაიტანა, ედაფე ეგბედიმ და ოლარენვაჯუ კაიოდემ სამ-სამი გოლი შეაგდეს.
ახალი ზელანდიის ნაკრებს სულ 7 ისეთი ფეხბურთელი ჰყავს, ვინც ფიფას ტურნირზე მინიმუმ მეორედ ითამაშებს. ასეთივე შედეგი აქვთ მექსიკას და ურუგვაის. ზელანდიელები ტიმ პეინი და კამერონ ჰოუვისონი 2012 წლის ოლიმპიადის მონაწილეები არიან.
226 - მალის ნაკრების საშუალო ასაკია თვეების მიხედვით. 18 წელი და ათი თვე - სწორედ ასეთია აფრიკელთა საშუალო ასაკი და ამ მაჩვენებლით ეს გუნდი ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა ნაკრებია. საერთოდ, ტურნირის სამი ყველაზე ახალგაზრდა ნაკრები დასავლეთ აფრიკას წარმოადგენს - მალის შემდეგ მეორე-მესამე ადგილებზე ნიგერია (19 წელი) და განა (19 წელი და 2 თვე) იმყოფებიან.
ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი კი ავსტრალიის ნაკრებში ირიცხება - დანიელ დე სილვა 16 წლის მარტში გახდა. თურქეთში გამგზავრებული 503 ფეხბურთელიდან 16 წლის კიდევ ოთხი მოთამაშეა და ეს სია 1 ივლისს შემცირდება, რადგან ერაყელი ბურჰან ჯუმააჰი ამ დღეს 17 წლის ხდება.
15 - მოქმედი ჩემპიონის, ბრაზილიის გამოკლების შემდეგ, ტურნირის ყველაზე გამოცდილი გუნდები ესპანეთი და ავსტრალია არიან - ეს გუნდები ახალგაზრდულ მუნდიალზე მეთხუთმეტედ ითამაშებენ. ასევე, ესპანეთი, სამხრეთ კორეასთან ერთად, ლიდერობს ზედიზედ მონაწილეობის მხრივ - ეს ტურნირი მათთვის მე-6 იქნება. ბრაზილიას კი მართლაც საოცარი სერია შეუწყდა - "სელესაო" ზედიზედ 16 მუნდიალზე მონაწილეობდა.
არგენტინის და მოქმედი ჩემპიონის ფინალურ ეტაპზე ვერმოხვედრის შემდეგ ესპანეთს ყველაზე შთამბეჭდავი სტატისტიკა აქვს. პირინეელებმა ყველაზე მეტი გოლი გაიტანეს - 144 (საშუალოდ 2,1) და კარის მშრალად შენახვა ყველაზე მეტჯერ (23) შეძლეს. ასევე, ესპანეთი ზედიზედ ხუთი ტურნირია, აუცილებლად გადის მეორე ეტაპზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"