ესპანეთი-ტაიტი 10:0 - განადგურება ასტრონომიული ანგარიშით [VIDEO]

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, ესპანეთმა ტაიტის ასტრონომიული ანგარიშით მოუგო.

10:0 კონფედერაციათა თასის ყველა დროის რეკორდია - აქამდე არც ასეთი სხვაობით მოუგია ვინმეს და არც ერთ შეხვედრაში გაუტანია ამდენი გოლი.

კონფედერაციათა თასის რეკორდის მფლობელი ბრაზილიის ნაკრები იყო, რომელმაც ორჯერ მოახერხა 6-ბურთიანი სხვაობით გამარჯვება (ავსტრალიასთან - 6:0 და საუდის არაბეთთან - 8:2).

ასევე, "ფურია როხა" გახდა პირველი ნაკრები, რომელმაც ფიფას ეგიდით გამართული ტურნირის ფინალურ ეტაპზე 10-ბურთიანი სხვაობით მოიგო.

აღსანიშნავია, რომ ესპანეთის 20-წლამდელთა ნაკრებს ტაიტის ახალგაზრდულ გუნდთან 2009 წლის მუნდიალის ფინალურ ეტაპზე ჰქონდა ნათამაშები.
მაშინ "ფურია როხამ" 8:0 მოიგო. ასე რომ, "დიდმა" ნაკრებმა "პატარების" შედეგი გააუმჯობესა.

თავად თამაშზე სათქმელი ბევრი არაფერია. ფერნანდო ტორესმა პოკერი შეასრულა და მეოთხე გოლამდე პენალტის აცილებაც მოასწრო. არადა, კიდევ ერთი გოლი რომ გაეტანა, "ჩელსის" ფორვარდი, ისიდრო ლანგარას შემდეგ, ესპანეთის ნაკრების ისტორიაში მეორე ფეხბურთელი გახდებოდა, ვინც ერთ შეხვედრაში 5 გოლს გაიტანდა.

ჰეთ თრიქი შეასრულა დავიდ ვილიამ, ორი გოლი დავიდ სილვამ გაიტანა, ერთი კი ხუან მატამ, ვინც ორი საგოლე პასიც გააკეთა.

ტაიტელებმა მეტოქის კარისკენ მხოლოდ ერთხელ დაარტყეს.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge



მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი
ფერნანდო ტორესი (ესპანეთი)
ნამდვილად გასაკვირი იქნებოდა, პოკერის შემსრულებელი ფეხბურთელი (მიუხედავად იმისა, რომ 11-მეტრიანი ვერ გაიტანა) საუკეთესოდ რომ არ დაესახელებინათ.

"ელ ნინიომ" ეროვნული ნაკრების რიგებში 4 გოლი პირველად გაიტანა და საერთო მონაგარი 35-მდე გაზარდა (103 მატჩში). მასზე წინ მხოლოდ რაული (44) და დავიდ ვილია არიან. ამ უკანასკნელმა საკუთარი მონაგარი 56-მდე გაზარდა.

სტატისტიკა
- მექსიკასთან მოგებული მატჩის შემდეგ ბრაზილიამ ორი რეკორდი დაამყარა: "სელესაომ" ტურნირზე ზედიზედ მეცხრე გამარჯვება მოიპოვა და მიჯრით მეათე მატჩი არ წააგო.

- ჟომ ორი გოლის გატანას სულ 17 წუთი მოანდომა.

- კონფედერაციათა თასზე მექსიკამ 32 გოლი გაუშვა, რაც ანტირეკორდია.

- ერთადერთი გუნდი, რომელსაც იტალიამდე 0:2 ჰქონდა მოტრიალებული, ბრაზილიის ნაკრები გახლავთ, რომელმაც 2009 წლის ფინალში (აშშ-სთან), ორბურთიანი ჩამორჩენის მიუხედავად, 3:2 მოიგო.

- დანიელე დე როსი პირველი იტალიელი ფეხბურთელია, ვინც გოლის გატანა კონფედერაციათა თასის ორ ტურნირზე შეძლო. "რომას" ნახევარმცველმა 2009 წელს აშშ-ს გაუტანა.

კონფედერაციათა თასი. ბრაზილია 2013. B ჯგუფი. II ტური
ესპანეთი-ტაიტი 10:0
გოლები: 1:0 ფ. ტორესი (5), 2:0 სილვა (31), 3:0 ფ. ტორესი (33), 4:0 ვილია (39), 5:0 ვილია (49), 6:0 ფ. ტორესი (57), 7:0 ვილია (64), 8:0 მატა (66), 9:0 ფ. ტორესი (78), 10:0 სილვა (89)

ესპანეთი (4-1-3-2): რეინა - ასპილიკუეტა, სერხიო რამოსი (46. ხესუს ნავასი), ალბიოლი, ნაჩო მონრეალი - ხავი მარტინესი - კასორლა (76. ინიესტა), მატა (69. ფაბრეგასი), სილვა - ფ. ტორესი, ვილია

ტაიტი (5-4-1): როში - აიტამაი, ლუდივიონი, ვალარი, ჯ. ტეჰაუ, ლემერი (74. ვერო) - ვაირუა, ბურებარი (69. ლ. ტეჰაუ), კარუანი, ჩონგ ჰუ - ა. ტეჰაუ (53. ტ. ტეჰაუ)
პენალტი ვერ გაიტანა: ფ. ტორესი (77. ესპანეთი)

გაფრთხილება: კასორლა

კუთხური: 5-1; ჯარიმა: 14-8; თამაშგარე: 7-4; კარში დარტყმა: 27-1 (19-1); ბურთის ფლობა: 62%-38%

მაყურებელი: 71 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ესპანეთი-ურუგვაი 2:1 - ვისენტე დელ ბოსკე კმაყოფილია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
1986 buatrageniom danias 5 goli gautana msoplioze. uvizi xar .
gela
12:58 21-06-2013
0
gela - 4 გაუტანა დანიას და არა 5. http://www.fifa.com/worldcup/archive/edition=68/results/matches/match=511/report.html
gizo
15:44 21-06-2013
0

სიახლეები პოპულარული