ფიფამ შესაძლოა კონფედერაციათა თასი შეაჩეროს [VIDEO]

AutoSharing Option
ფიფა ბრაზილიის რამდენიმე ქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო შიშობს.

ორგანიზაციის ხელმძღვანელობა შეშფოთებულია მასობრივი დემონსტრაციებით და ტურნირის შეჩერების ვარიანტს განიხილავს.

ორი დელეგაცია უკვე ფიქრობს, დატოვოს თუ არა ქვეყანა. შესაძლოა, ამ დელეგაციებიდან ერთ-ერთი იტალია იყოს, რადგან ტურნირზე ისინი ოჯახებთან ერთად ჩავიდნენ. სალვადორში კი ფიფას ავტობუსს ქვები დაუშინეს.

ფიფას პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა უკვე დატოვა ბრაზილია, მაგრამ მიზეზი 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის თურქეთში გახსნაა.

შეგახსენებთ, რომ დემონსტრანტები ხელისუფლებას კორუფციასა და სოციალურ უთანასწორობაში, ასევე, საფეხბურთო ჩემპიონატების მოსაწყობად ზედმეტი თანხების ხარჯვაში ადანაშაულებენ.

გარდა ამისა, "ბიბისის" ცნობით, სან
პაულუში გამართული საპროტესტო აქციის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა. წყაროს ინფორმაციით ინფორმაციით, აქციის ახალგაზრდა მონაწილე იმ დროს დაიღუპა, როცა დემონსტრანტთა ჯგუფს მანქანა შეეჯახა.  ინციდენტის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge



მომზადებულია LANCE.NET-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩატარდეს მსოფლიო ჩემპიონატი ისევ გერმანიაში
ჯუზეპე
17:20 21-06-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული