ჩეზარე პრანდელიმ მარიო ბალოტელის ბოდიში მოუხადა

AutoSharing Option
ბრაზილიაში მყოფმა იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ ეროვნული გუნდის თავდამსხმელ მარიო ბალოტელის ბოდიში მოუხადა, რისი მიზეზიც ფეხბურთელის კანის ფერზე ხუმრობა იყო.

ამასწინათ პრანდელიმ, რომელიც ფეხბურთელებისთვის ქალაქის ქუჩებში გასეირნების აკრძალვაზე კომენტარს აკეთებდა, აღნიშნა, რომ ბალოტელი ერთადერთი ფეხბურთელია იტალიელთა ბანაკში, რომელსაც შეუძლია სასტუმროს ტერიტორია დატოვოს, რადგან "მისი კანის ფერი დანარჩენებისგან განსხვავებულია".

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიაში მიმდინარე კონფედერაციათა თასის პარალელურად ქვეყანაში საპროტესტო აქციები იმართება, რასაც თან არეულობები ახლავს.

"ვწუხვარ ამ სიტყვების გამო, ეს რა თქმა უნდა ხუმრობა იყო", - თქვა სპეციალისტმა.

ასევე იხილეთ:
იტალია VS ბრაზილია - მსოფლიო ფეხბურთის კლასიკა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული