ურუგვაი-ტაიტი 8:0 - ყველაზე უიღბლო და ყველაზე ბედნიერი [VIDEO]

AutoSharing Option
ტაიტის ნაკრები რომ ციდან ვარსკვლავებს ვერ მოწყვეტდა, ნამდვილად ვიცოდით, მაგრამ ეს მაინც ნამეტანი იყო...

ოკეანეთის წარმომადგენლებმა სამ შეხვედრაში კოლოსალური რაოდენობის გოლი გაუშვეს და შინ ბედნიერები ბრუნდებიან.

არადა, ფაქტია, ტაიტელებმა კონფედერაციათა თასზე ასპარეზობა ბრძოლით მოიპოვეს.

მიუხედავად იმისა, რომ მესამე ტურის წინ ურუგვაელებს ჯგუფიდან გასვლის ამოცანა გადაჭრილი არ ჰქონდათ, ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესმა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელთა უმეტესობა თადარიგში დატოვა, მათ შორის ედინსონ კავანი, ლუის სუარესი და დიეგო ფორლანი.

სამაგიეროდ, სასტარტოში იყო აბელ ერნანდესი და გაილაღა კიდეც - "პალერმოს" ფორვარდმა პოკერი შეასრულა და ბომბარდირთა
მარაქაში გაერია.

რაც უნდა გასაკვირი იყოს, ურუგვაელებს ამ შეხვედრაში ფეხბურთელი გაუძევეს: 51-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათის გამო მოედანი სკოტიმ დატოვა.

ამ უკანასკნელს უიღბლო დღე ჰქონდა, რადგან თერთმეტმეტრიანიც გააცუდა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კონფედერაციათა თასი. B ჯგუფი. III ტური
ურუგვაი-ტაიტი 8:0
გოლები: 1:0 ერნანდესი (2), 2:0 ერნანდესი (24), 3:0 პერესი (27), 4:0 ერნანდესი (45), 5:0 ლოდეირო (61), 6:0 ერნანდესი (67-პენ.), 7:0 სუარესი (82), 8:0 სუარესი (90).

ურუგვაი (3-4-2-1): სილვა - აგირეგარაი, კოატესი, სკოტი - ეგურენი, გარგანო, პერესი, პერეირა - ლოდეირო, რამირესი (69. სუარესი) - ერნანდესი.
ტაიტი (5-4-1): მერიელი - სიმონი, ჟ. ტეო, ვალარი, ლუდივიონი, ეტამე (53. ლემერი) - კაროინე, ვაირუა, ნანინი (88. ტიონი), შონ იუ - ლ. ტეო (71. ატანი).

გაფრთხილება: გარგანო - ვალარი, შონ იუ.
გაძევება: სკოტი (51) - ლუდივიონი (59).
კუთხური: 3-2; ჯარიმა: 13-7; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 21-9(19-6); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 5 000

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ესპანეთი 3 3 0 0 15-1 9
2. ურუგვაი 3 2 0 1 11-3 6
3. ნიგერია 3 1 0 2 7-6 3
4. ტაიტი 3 0 0 3 1-24 0

ბომბარდირები: 5 - ფერნანდო ტორესი (ესპანეთი); 4 - აბელ ერნანდესი (ურუგვაი); 3 - ნეიმარი (ბრაზილია), ხავიერ ერნანდესი (მექსიკა), დავიდ ვილია (ესპანეთი), ნამდი ოდუამადი (ნიგერია), ლუის სუარესი (ურუგვაი).

* * *
ამრიგად, B ჯგუფში ესპანელთა მორიგი ტრიუმფის და ურუგვაელთა გამარჯვების შემდეგ გაირკვა ორივე ნახევარფინალური წყვილი. მაშ ასე, 1/2-ფინალში ერთმანეთს შეხვდებიან:

1/2-ფინალი

26 ივნისი:
ბრაზილია-ურუგვაი 23:00

27 ივნისი:
ესპანეთი-იტალია 23:00

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული