ედინსონ კავანი: ყველა ძალიან დამწუხრებულები ვართ

AutoSharing Option
ურუგვაის ნაკრების თავდამსხმელი ედინსონ კავანი მიიჩნევს, რომ კონფედერაციათა თასის ნახევარფინალში მისი გუნდი მასპინძელ ბრაზილიასთან მარცხს არ იმსახურებდა.

26 ივნისს გამართულ შეხვედრაში ურუგვაელებმა გოლი პირველებმა გაუშვეს, თუმცა მანამდე გატანა დიეგო ფორლანს შეეძლო, რომელსაც 11-მეტრიანი გაუცუდდა. გატანა ოსკარ ტაბარესის შეგირდებმა მაინც მოახერხეს - 48-ე წუთზე კავანიმ ზუსტი დარტყმით გაათანაბრა.

"სელესაომ" გამარჯვება 86-ე წუთზე პაულინიოს გამარჯვების გოლით მოიპოვა (2:1) და ტურნირის ფინალში ესპანეთი-იტალიის წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge



"ელ მატადორს" გული სტკივა, რომ მისმა გოლმა გუნდი ვერ ახეირა.

"სამწუხაროდ, ჩემმა გოლმა სიკეთე ვერ
მოგვიტანა. თავისი ქნა გამოუყენებელმა პენალტმაც, რომელმაც საკუთარი თავის რწმენა შეგვირყია.

არადა, ბრაზილიის ნაკრებზე მეტს ვუტევდით, მაგრამ ასეთია ფეხბურთი და ჩვენ ყველა ძალიან დამწუხრებულები ვართ.

მოედანზე ძალიან კარგად ვირჯებოდით, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ მეტოქედ ძალიან ძლიერი გუნდი გვყავდა".


Football Italia-სთან საუბარში ედინსონმა ასევე აღნიშნა, რომ ახლა საკლუბო საქმეებს მიხედავს. ის პირადად გეგმავს "ნაპოლის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან შეხვედრას და კლუბიდან გადასვლის საკითხის გარკვევას.

ასევე იხილეთ:
ბრაზილია-ურუგვაი 2:1 - უფრო ძლიერი ფინალშია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული