ედინსონ კავანი: იტალიამ დაიმსახურა მესამე ადგილი, ფორცა "ნაპოლი"!

AutoSharing Option
ურუგვაის ნაკრების თავდამსხმელმა ედინსონ კავანიმ იტალიის ნაკრებთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

30 ივნისს, კონფედერაციათა თასზე მესამე ადგილისთვის გამართულ შეხვედრაში "სკუადრა აძურამ" გამარჯვება პენალტების სერიაში იზეიმა. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო კი ფრედ, 2:2 დასრულდა.

თამაშიდან ურუგვაელთა ორივე გოლი კავანიმ მიითვალა. "ნაპოლის" ფეხბურთელმა პენალტების სერიაშიც იყოჩაღა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს, თუმცა თავად მიიჩნევს, რომ "სკუადრა აძურამ" ბრაზილიაში გამართულ ტურნირზე მესამე ადგილი დაიმსახურა.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge



"ეს თვე პოზიტიური იყო ჩვენთვის - გამოვავლინეთ ნება და ხასიათი. იტალიელებს კი ბრწინვალედ ჩატარებული ტურნირისთვის საკადრისი
უნდა მივაგოთ - მათ მესამე ადგილი ნაღდად დაიმსახურეს",
- თქვა კავანიმ.

თავდამსხმელმა არც თავისი კლუბის გულშემატკივრები დაივიწყა - "ნაპოლის" ფანებს მოკითხვა შეუთვალა და იტალიაში სწრაფად დაბრუნებას შეპირდა.

"ნაპოლის" ფანატებსა და მთელ ქალაქს მოვიკითხავ - სულ მალე ვნახავთ ერთმანეთს. ცოტა ხნით ჩემს ოჯახთან დავყოფ, შემდეგ კი იტალიაში დავბრუნდები.

ჩემს მომავალზე ახლა არ ვილაპარაკებ, რადგან შესაძლოა, ჩემი სიტყვების არასწორი ინტერპრეტაცია მოხდეს. ასე რომ, ვამჯობინებ, მხოლოდ კოცნა გავუგზავნო ყველა ნეაპოლიტანელს და ვუთხრა: ფორცა, "ნაპოლი",
- აქვეყნებს ფეხბურთელის ნათქვამს Football Italia.

ასევე იხილეთ:
ურუგვაი-იტალია 2:2 (პენ. 2:3) - გმირი ბუფონია, საუკეთესო - კავანი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული