ჟერარდ პიკე: კიდევ კარგი, ნეიმარი ჩემი გუნდელი ხდება

AutoSharing Option
კონფედერაციათა თასის ფინალის ერთ-ერთი ანტიგმირი ესპანეთის ნაკრების მცველი ჟერარდ პიკე იყო, რომელიც მსაჯმა მეორე ტაიმში გააძევა.

თამაშის მერე პიკემ აღნიშნა, რომ ძალიან აფასებს მეტოქესა და მომავალ თანაკლუბელ ნეიმარს. სწორედ მასთან უხეშობისთვის გააძევეს კატალონიელი.

"ნეიმარი საოცარი ტალანტია. მთელი ტურნირის განმავლობაში მან საოცარი თამაში აჩვენა. ბედნიერი ვარ, რომ ნეიმარის წინააღმდეგ თამაშის ნაცვლად ახლა ერთ გუნდში მოგვიწევს ყოფნა", - განაცხადა პიკემ.

ასევე იხილეთ:
ნეიმარი ყელის ოპერაციას იკეთებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული